დღეს - 13 ივნ
სტარტი
სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი, დანაკარგების კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2500
    (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო სხვა
    დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი, დანაკარგების კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები დაზღვევა
  • ენები: ინგლისური,რუსული
“საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/

სამუშაო აღწერილობა:
სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერი პასუხისმგებელია ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში სამედიცინო ზარალების მართვის პროცესის ოპერაციულ და ხარისხობრივ მართვაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს შემთხვევების დროული, სამართლიანი, ეფექტიანი განხილვა და გადაწყვეტა.

ფუნქცია-მოვალებები:
  • სამედიცინო ზარალების ოპერაციული მართვაში უშუალო მონაწილეობა;
  • ზარალების განხილვის, შეფასებისა და ანაზღაურების პროცესის ეფექტიანობის, ხარისხისა და დროულობის უზრუნველყოფა;
  • რთული შემთხვევების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • სამედიცინო ხარჯების, ზარალიანობისა და ფინანსური რისკების კონტროლი
  • სამედიცინო მომსახურებების დასაბუთებულობისა და ანაზღაურების შესაბამისობის ზედამხედველობა
  • პროვაიდერ კლინიკებთან ურთიერთობა და მომსახურების სასურველი პირობებზე შეთანხმება.
  • საგარანტიო წერილებისა გაცემა და პროცესების ეფექტური მართვა;
  • კორპორაციული კლიენტების საკონტაქტო პირებთან კომუნიკაცია;
  • მომსახურების ხარისხის, შესრულებისა ინდიკატორების და ოპერაციული სტანდარტების მონიტორინგი.
  • სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება, მართვა და შესრულების კონტროლი;
  • მენეჯერული ანგარიშგების, ანალიტიკისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მართვა
  • კომპანიის შიდა პოლიტიკებთან, მარეგულირებელ მოთხოვნებთან და კონფიდენციალურობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

განათლება და გამოცდილება:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი)
  • გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი
  • პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 2500 ლარი + ბონუსი (შესრულების ინდიკატორების მიხედვით)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@myigg.ge
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერი“), სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
სამედიცინო
სხვა
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი,
დანაკარგების კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები