დღეს - 12 ივნ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
კონტენტ მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ქართული
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი iTechnics ეძებს კონტენტ კრეატორს, რომელიც იმუშავებს კომპანიის სოციალური არხებისთვის ვიდეო კონტენტის შექმნაზე.
iTechnics არის ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს Apple-ისა და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქცია, სმარტფონები, აქსესუარები, გაჯეტები და თანამედროვე ტექნიკა. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს ტექნოლოგიური სიახლეები მიაწოდონ მარტივად, საინტერესოდ და თანამედროვე ფორმატით.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის TikTok, Instagram და Facebook არხებისთვის Reels / Short Video კონტენტის გადაღება;
- პროდუქტების, აქციების, შეთავაზებებისა და სიახლეების ვიდეო ფორმატში წარმოჩენა;
- ტექნიკის პროდუქტების მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმით გადმოცემა;
- iTechnics-ის ბრენდზე მორგებული ტრენდული ვიდეო იდეების მოძიება;
- პროდუქტების რეალური გამოყენების სცენარების მოფიქრება და გადაღება;
- მოკლე, დინამიკური და აუდიტორიაზე მორგებული ვიდეო კონტენტის შექმნა;
- მარკეტინგის გუნდთან ერთად კონტენტ იდეებზე მუშაობა;
- ვიდეოს მარტივი მონტაჟი CapCut-ში ან სხვა მსგავს აპლიკაციაში.
მოთხოვნები:
- TikTok-ის, Instagram Reels-ისა და Facebook Reels-ის ფორმატების ცოდნა;
- სოციალური ქსელების ტრენდების კარგად გაგება;
- ვიდეო გადაღების და კადრის სწორად აწყობის ცოდნა;
- კრეატიული აზროვნება;
- ტექნიკით, გაჯეტებით და თანამედროვე პროდუქტებით დაინტერესება;
- სასურველია CapCut-ის ან სხვა მარტივი მონტაჟის პროგრამის ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
- iTechnics-ის ბრენდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- დინამიკურ და კრეატიულ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მუშაობას;
- მარკეტინგის გუნდთან აქტიურ თანამშრომლობას;
- განვითარებისა და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას.
- სამუშაო პირობები:
- განაკვეთი: დისტანციური
- ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: marketing@itechnics.ge და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმესთან ერთად გამოგვიგზავნოთ თქვენი გადაღებული ვიდეოების, TikTok-ის ან Instagram Reels-ის მაგალითები და პორტფოლიო.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
კონტენტ მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
