13 მაი - 17 მაი
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის წყლის სკუტერების გამქირავებელი / მაშველი
ქუთაისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1760

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის წყლის სკუტერების გამქირავებლის / მაშველის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის წყლის სკუტერების გამქირავებელი / მაშველი
ანაზღაურება: 1760 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).


მოვალეობები:
  • ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის სივრცეში განთავსებული წყლის სკუტერების (ელექტრო დაფები, წყლის ველოსიპედები და სხვა მოწყობილობები) ოპერაციული მართვა და ზედამხედველობა;
  • ვიზიტორებისთვის წყლის სკუტერების გამოყენების პროცესის ორგანიზება, ინსტრუქციის მიწოდება და უსაფრთხო გამოყენების უზრუნველყოფა;
  • მოწყობილობების (ელექტრო დაფები, წყლის ველოსიპედები) ტექნიკური გამართულობის ყოველდღიური შემოწმება და მათი სწორი ექსპლუატაციის კონტროლი;
  • მოწყობილობების დამუხტვის, კონფიგურაციისა და ტექნიკური მოვლა-პატრონობის პროცესების მართვა;
  • სამაშველო ინვენტარის (ჟილეტები და სხვა უსაფრთხოების საშუალებები) მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა და მათი გამოყენების კონტროლი;
  • წყლის სივრცეში უსაფრთხოების წესების დაცვა, ვიზიტორების კონტროლი და რისკების პრევენცია;
  • საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორების წყლიდან ამოყვანა/დახმარება;
  • პირველადი დახმარების აღმოჩენა დაზიანების ან ინციდენტის შემთხვევაში;
  • ვიზიტორების რეგისტრაციის, გამოყენების დროისა და მომსახურების პროცესის ადმინისტრირება;
  • მომსახურების პროცესის ხარისხის კონტროლი და ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • მოწყობილობების გამოყენების, დატვირთვისა და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობების მცირე ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკური მოწყობილობების მართვის, სერვისის ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.

დამატებითი მოთხოვნები:
  • აუცილებელია ცურვის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
  • სასურველია გამოცდილება წყალზე ან სპორტულ/რეკრეაციულ აქტივობებთან დაკავშირებულ სერვისებში;
  • სასურველია ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის გამოცდილება;
  • სასურველია უსაფრთხოების სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია პირველადი დახმარების აღმოჩენის ცოდნა ან შესაბამისი სერტიფიკატი.

უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები