დღეს - 18 მაი
ვორქშოპ ლიდერი/3დ მოდელირების მიმართულებით
ქუთაისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერის პოზიციაზე.
ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი ეძებს 3დ მოდელირების სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება გუნდს და გაუძღვება მოზარდებისთვის 3დ მოდელირების ვორქშოპებს.
პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული გამოცდილებით შთააგონოთ მოზარდები და პრაქტიკული პროექტებისა და ჯგუფური ვორქშოპების მეშვეობით გააცნოთ აღნიშნული სფერო.
პოზიციის დასახელება: ვორქშოპ ლიდერი (3დ მოდელირების მიმართულებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).
მოვალეობები:
  • 3დ მოდელირების მიმართულებით ვორქშოპების დაგეგმვა და ჩატარება;
  • მოსწავლეების ტექნიკური და კრეატიული უნარების განვითარება ვორქშოპების ფარგლებში;
  • თითოეული ვორქშოპის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შედეგების შეგროვება და შეფასება;
  • თვითსწავლის აქტივობების ყოველკვირეული შეფასება და მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდება მათი მაქსიმალური პოტენციალის განვითარების მიზნით;
  • თანამშრომლობითი და ენერგიული სასწავლო გარემოს შექმნა და ხელშეწყობა;
  • ტუმოს ცენტრალურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება:
  • ბაკალავრის ხარისხი 3D დიზაინის, ანიმაციის, ციფრული მედიის, არქიტექტურის, დიზაინის ან დაკავშირებულ სფეროში.
სამუშაო გამოცდილება:
  • არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება 3D მოდელირების ან დაკავშირებულ სფეროში ან/და სწავლების გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.
დამატებითი მოთხოვნები:
  • 3D მოდელირების პროგრამების ცოდნა (მაგ.: Blender, Autodesk Maya, ZBrush, 3D Coat ან სხვა);
  • 3D მოდელირების საფუძვლების ცოდნა (modeling, texturing, rendering);
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ინტერაქტიული სწავლების მიდგომების გამოყენების გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
  • პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი;
  • გუნდის მოტივაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • ლიდერული და მენეჯერული უნარები.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია
ნახვები
უნიკალური ნახვები