დღეს - 17 მაი
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
ქუთაისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2560

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • ენები: ქართული
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ტუმოს ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
ანაზღაურება: 2560 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:
  • ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბსა და ტუმოს ცენტრში კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მეილების ანგარიშების და Office 365-ში უსაფრთხოების პოლიტიკის მართვა ორგანიზაციის საჭიროების შესაბამისად;
  • სისტემური თუ პროგრამული განახლებების რეგულარული მხარდაჭერა;
  • თანამშრომლებისთვის სრული ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის დისტანციურ რეჟიმში;
  • ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ტუმოს ცენტრის IT ინფრანსტრუქტურასთან დაკავშირებული ტექნიკური დავალების შემუშავება. მათ შორის, ბაზრის კვლევის წარმოება და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი;
  • სხვადასხვა ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება და სააგენტოს ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;
  • შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბსა და ტუმოს ცენტრში;
  • ლიცენზიების კონტროლი (software asset management);
  • IT აქტივების ინვენტარიზაცია და მართვა;
  • ინციდენტებზე რეაგირება/ინფორმირება კორპორატიული პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
  • შიდა პროცესების მხარდაჭერა კომპეტენციების ფარგლებში;
  • სააგენტოს მიერ გამართული ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა, როგორც მოსამზადებელ ეტაპზე, ასევე ღონისძიებების მიმდინარეობისას, საჭიროებისამებრ;
  • ვიდეო-კონფერენციის სისტემების მხარდაჭერა (Teams, Zoom rooms);
  • პერიოდული ანგარიშის მომზადება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
განათლება: ბაკალავრი.
დამატებითი მოთხოვნები:
  • ოპერაციული სისტემების, MacOS, Windows-ის და თანხლები სამუშაო პროგრამების მართვის გამოცდილება;
  • Office 365-ის და მასში გაერთიანებული სხვა სერვისების ადმინისტრირების პანელთან მუშაობის გამოცდილება;
  • Endpoint management (მაგ: Microsoft Intune ან სხვა)
  • საბაზისო კიბერუსაფრთხოების ცოდნა (ანტივირუსი, endpoint protection, MFA, phishing);
  • Backup & Recovery სისტემების ცოდნა;
  • ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, VLAN, VPN, DHCP, DNS);
  • Cisco / Ubiquiti / MikroTik მოწყობილობებთან საბაზისო მუშაობის გამოცდილება;
  • Helpdesk / Ticketing სისტემებთან (მაგ: ManageEngine ServiceDesk, Jira Service Management, Zendesk) მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/i0l9l

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები