დღეს - 19 მაი
სტანდარტი
დასუფთავების პერსონალი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დასუფთავება დალაგება/დასუფთავება
  • ინდუსტრია / სფერო: საჯარო მმართველობა საერთაშორისო საკითხები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    დასუფთავება დალაგება/დასუფთავება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საჯარო მმართველობა საერთაშორისო საკითხები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
ვაკანსია: დასუფთავების პერსონალი
ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო აცხადებს კონკურსს დასუფთავების პერსონალის ვაკანტური პოზიციის შესავსებად.

საჭირო კომპეტენციები და კვალიფიკაცია:
  • ქართული ენის ცოდნა;
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციურ დონეზე;
  • პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დადგენილი წესების დაცვის უნარი;
  • საჭიროების შემთხვევაში (ოფიციალური ღონისძიებები) ზეგანაკვეთური სამუშაოს სურვილი;
  • დასუფთავების სერვისებში წინა გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კონფიდენციალურობისა და შიდა რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • ოფისისა და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება;
  • ნარჩენების გატანა და დახარისხება;
  • ხალიჩების და ხალიჩით დაფარული სივრცეების წმენდა მტვერსასრუტის გამოყენებით;
  • იატაკისა და ზედაპირების, მათ შორის ავეჯის, ფანჯრის რაფების, კარების, კარის სახელურების და განათების ჩამრთველების სველი წმენდა;
  • სანიტარული წერტილების დასუფთავება საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • შენობების მომზადება ოფიციალური მიღებების, შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის, მათ შორის ამ ღონისძიებების შემდეგ დასუფთავება;
  • ჭურჭლის რეცხვა;
  • ფანჯრების წმენდა საჭიროებისამებრ;
  • სუფრის, ტილოებისა და სხვა ტექსტილის დაუთოება;
  • ჰიგიენური და სხვა სახარჯი მასალების შევსება;
  • დამხმარე მოვალეობების შესრულება დამსაქმებლის მითითებების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:
  • გრძელვადიან დასაქმებას ივლისიდან;
  • სრული განაკვეთით დასაქმებას (კვირაში 40 საათი);
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-ხუთშაბათი 08:15–17:00, პარასკევი 08:15–15:45;
  • კომპანიის მობილური ტელეფონი;
  • სტაბილური დასაქმება დიპლომატიურ დაწესებულებაში;
  • პროფესიონალური და პატივისცემით აღსავსე სამუშაო პირობები.

განაცხადის შეტანის პროცესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) რუსულ ან ინგლისურ ენებზე შემდეგ მისამართზე: tbilisi@mzv.gov.cz
თემა: „ვაკანსია - დასუფთავების პერსონალი“
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 მაისი
შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან პირად გასაუბრებაზე.
დასუფთავება
დალაგება/დასუფთავება
ნახვები
უნიკალური ნახვები