დღეს - 19 მაი
სტანდარტი
ღია კონკურსი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
  • ენები: ინგლისური
ცხადდება ღია კონკურსი შპს უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - „მედიცინის განყოფილების“ ხელმძღვანელის არჩევის მიზნით.

შპს უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - „მედიცინის განყოფილების“ ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა, განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით სამეცნიერო საბჭოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • განცხადება სამეცნიერო საბჭოს სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში/რეფერირებად (peer-reviewed) და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალში/საერთაშორისო კრებულში (ელექტრონული ჟურნალის/კრებულის ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
  • სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში.
  • ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

სამეცნიერო საბჭო ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა - 2026 წლის 25 მაისიდან 02 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე;
ტესტირება ინგლისურ ენაში - 2026 წლის 03 ივნისი, 10:00 სთ -17:00 სთ.
გასაუბრება - 2026 წლის 04 ივნისი, 16:00 საათზე.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2026 წლის 05 ივნისს.
კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა - 2026 წლის 08 ივნისის 17:00 საათამდე. 2026 წლის 09 ივნისი დაეთმობა სააპელაციო კომისიის მუშაობას.

სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - „მედიცინის განყოფილების“ ხელმძღვანელის არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.

სამეცნიერო სტატია (ბოლო 5 წლის განმავლობაში):
  • იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე - 10 ქულა.
  • რეფერირებად (peer-reviewed) და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში/საერთაშორისო კრებულებში (ელექტრონული ჟურნალების/კრებულების ჩათვლით) გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე - 5 ქულა;
  • სამეცნიერო - კვლევით პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში) - 5 ქულა.
  • ჩართულობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებში (ბოლო 5 წლის განმავლობაში) - 5 ქულა.
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში) - 5 ქულა;
  • გასაუბრება - 10 ქულა.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები