08 მაი - 06 ივნ
კარის კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კარის კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
მე, თინათინ გოგობერიძე, კარის, ლამინატის და ფილების კატეგორიების კოორდინატორი, ვმუშაობ გორგიაში 2012 წლიდან. ვაცხადებ ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. კანდიდატს შევასწავლი კომპანიის შესყიდვების პროცესებსა და შიდა რეგულაციებს, მომწოდებლებთან კომუნიკაციის და მოლაპარაკებების ეფექტურ ტექნიკებს, პროდუქციის კატეგორიების მართვასა და ასორტიმენტის დაგეგმვას, ფასების ანალიზს, ბაზრის კვლევასა და კონკურენტული გარემოს შეფასებას, შეკვეთების დაგეგმვას, მარაგების მართვას და ლოჯისტიკურ პროცესებს. დავეხმარები განავითაროს შემდეგი უნარები: დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიების უნარი, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა სამუშაო პროცესში, გუნდური მუშაობა და კორპორაციულ გარემოში ეეფქტური კომუნიკაცია.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობებში და მარკეტებში არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი; მინიმალური მაქსიმალური ნაშთების პერიოდული განახლება და პროგრამულად გაწერა;
  • პროდუქციის დეფიციტური და ჭარბი ნაშთების განსაზღვრა და შესყიდვების მენეჯერთან ანგარიშის დაფიქსირება;
  • მომწოდებელთან შეკვეთის, მოწოდების, კომპანიის საწყობში ან მომხმარებელთან მიწოდების, პროდუქციის უკან დაბრუნების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და პროგრამულად გაწერის განხორციელების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული და დანერგილი სტანდარტის დაცვის შესაბამისად;
  • ბაზრისა და ფასების ანალიზი;
  • შეკვეთების პროგრამული დარეგისტრირება;
  • შესყიდვების მენეჯერის მიერ დაგემილი ძნელადრეალიზებადი პროდუქციის ქმედებების მონიტორინგი-რეპორტინგი;
  • დატვირთვის დეტალების შეთანხმება ლოჯისტიკის განყოფილებასთან;
  • ნაშთების მონიტორინგი და გადაადგილებების მიწოდება სხვადასხვა რეგიონის ოპერატორებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • სასურველია საწყისი გამოცდილება ან ინტერესი შესყიდვების სფეროში;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • 1C; Microsoft Office 365.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მოლაპარაკების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები