08 მაი - 06 ივნ
შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია „არქ-კონი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ. #11გ.
სამუშაო განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:
  • შესყიდვის პროცესების მართვა კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება;
  • შესყიდვის პროცესის ეფექტურად წარმართვა გონივრულ ვადებში;
  • ადგილობრივი და უცხოელი მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის საუკეთესო პირობებზე შეთანხმება;
  • მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება და შესყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია;
  • მჭიდრო თანამშრომლობა პროექტ მენეჯერებთან და სხვა დამკვეთ განყოფილებებთან;
  • ტექნიკური დავალებების მიღება, დეტალური გადამოწმება და შესყიდვების გეგმის შესრულება;
  • არაგეგმიური შესყიდვების მართვა დადგენილი ხარჯების დამტკიცების პროცედურების მიხედვით;
  • შესყიდვების ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი სამშენებლო სექტორში (სასურველია)
  • განათლება: უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია)
  • ენები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მაღალი კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • კორპორატიული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო წუთები)
  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?
თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე k.orvelashvili@arch-con.ge-ზე

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები