08 მაი - 06 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - ექსპლოატაციის მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება
Company Description
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
Job Description
როლის მიმოხილვა
ექსპლოატაციის მენეჯერი პასუხისმგებელია ბანკის ფილიალების, სერვის ცენტრებისა და სათაო ოფისების შეუფერხებელი ექსპლოატაციის უზრუნველყოფაზე, შესაბამისი მომსახურებების კოორდინაციასა და კონტრაქტების ეფექტურ მართვაზე.
როლი მოიცავს ექსპლოატაციასთან დაკავშირებული პროცესების დაგეგმვას, მონიტორინგს, კონტროლს და ოპტიმიზაციას, მომსახურე კომპანიებთან ურთიერთობას, ხარჯების ანალიზსა და ოპერაციული პროცესების უწყვეტ მხარდაჭერას.
პოზიცია მოითხოვს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, შედეგზე ორიენტირებულ და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვა და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება.
ძირითადი პასუხისმგებლობები
ოპერაციული და ექსპლოატაციის პროცესების მართვა
- ფილიალების, სერვის ცენტრებისა და სათაო ოფისების მხარდაჭერის უზრუნველყოფა შიდა რესურსებისა და მომსახურე კომპანიების გამოყენებით.
- ექსპლოატაციის ჯგუფის მართვაში არსებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმება, არსებული კონტრაქტების პირობების, ვადებისა და შესრულების კონტროლი.
- არსებული კონტრაქტების ანალიზი, გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
- მომსახურე კომპანიებთან კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების კონტროლი.
ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა
- საკასო ტექნიკის მომსახურების კონტროლი და საჭირო სერვისებისა თუ ტექნიკის დროული უზრუნველყოფა.
- სარეკლამო აბრების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, დაზიანებების დაფიქსირება და რეაგირების ვადების კონტროლი.
- ფილიალებსა და სათაო ოფისებში მცენარეების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი.
- დაკეტილი და აქტიური ფილიალების აღრიცხვისა და შესაბამისი მონაცემების მართვა.
ადმინისტრაციული და საკონტროლო ფუნქციები
- დასუფთავების მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია, ატვირთვა და ვადების კონტროლი შესაბამის სისტემებში.
- Jira-ს მეშვეობით დაფიქსირებული მოთხოვნების დროული და ეფექტური შესრულება.
- კომუნალური ხარჯების ფაილების წარმოება, ანალიზი და კონტროლი.
- ექსპლოატაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მონაცემების სისტემატური მართვა.
Qualifications
- უმაღლესი განათლება.
- ლოგისტიკის, ექსპლოატაციის ან მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- ყურადღებიანობა და თავაზიანობა.
- დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი.
პროფესიული კომპეტენციები
- შედეგებზე ორიენტაცია
- სამუშაო პროცესების ეფექტურად დაგეგმვა და ორგანიზება.
- რესურსების ოპტიმალური გამოყენებით დასახული მიზნების შესრულება.
- შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომის დემონსტრირება.
- რისკებისა და შესაძლებლობების დროული იდენტიფიცირება.
შიდა კლიენტებზე ფოკუსირება
- შიდა კლიენტების მოთხოვნების ეფექტურად მართვა და მხარდაჭერა.
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობების მუდმივი ძიება.
- სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობა.
ცვლილებებთან ადაპტაცია
- ახალი მიდგომებისა და იდეების ინიციირება.
- ცვლილებებზე სწრაფი და კონსტრუქციული რეაგირება.
- პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომა.
თანამშრომლობა
- ინფორმაციის ეფექტური გაზიარება.
- გუნდის მხარდაჭერა და საერთო შედეგებში აქტიური მონაწილეობა.
- კოლეგებთან კონსტრუქციული კომუნიკაცია და პრობლემების გადაჭრაში ჩართულობა.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/yJrGG
Additional Information
TBC processes the personal data of the candidate in order to determine the suitability of the candidate for the vacancy, in accordance with the requirements of the Law of Georgia on Personal Data Protection. Information about the candidate may also be processed to determine the suitability of the candidate for future vacancies. Information about the candidate is stored for a maximum of 3 years. In case you do not want further data processing, want to change or delete data, please follow the link and contact us through the communication channels located at the same link https://tbcbank.ge/en/privacy-policy
TBC shares its information with companies included in the TBC Bank Group PLC. Subsidiary companies also ensure personal data processing in accordance with the law. If you do not wish to share your data with TBC Group companies, please contact us at the same link https://tbcbank.ge/en/privacy-policy
TBC conducts the selection process of candidates in compliance with the requirements of the Law on the Elimination of All Forms of Discrimination and the principles of equal treatment of persons and eliminates discrimination against persons on any grounds.
If you see signs of discriminatory treatment, contact us: 032 2 27 27 27 *1998;
We will contact you only those who will pass the first stage of selection and will be granted candidate status.
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

