დღეს - 26 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
კომპანია „ას ჯორჯია“ ბაზარზე 2010 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული ჰოლდინგის - „ას გრუპ ინვესტმენტის“ შვილობილ კომპანიას, რომელსაც მრავალ ქვეყანაში კომპლექსური პროექტების წარმატებით განხორციელების 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
შპს „ას ჯორჯიას“ წარმატებას განაპირობებს სანდო პარტნიორები, ძლიერი მენეჯმენტი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ადამიანურ რესურსებში სწორი ინვესტირება. კომპანია ბიზნესპროექტებს ახორციელებს კონცეფციის შემუშავებიდან სრულ რეალიზაციამდე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.
კომპანიამ საქართველოში უკვე 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მისი დასრულებული პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“, ხოლო მიმდინარე პროექტია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „პარკ ბულვარი“.
შპს "ას ჯორჯიას" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი (საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 3500 ლარი NET
პოზიციის ზოგადი პროფილი
განიხილება კრეატიული ხედვის, თანამედროვე დიზაინის სტანდარტების ცოდნისა და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის მქონე სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ვიზუალური კომუნიკაციის შექმნასა და განვითარებაზე.
აღნიშნული პოზიცია მოითხოვს პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს ბრენდის ვიზუალური იდენტობის ერთიანობას, მარკეტინგული კამპანიების ეფექტიან ვიზუალურ მხარდაჭერას და მაღალი ხარისხის დიზაინ მასალების შექმნას როგორც ციფრულ, ისე ბეჭდურ არხებში.
ფუნქცია - მოვალეობები:
- მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა (Social Media, ბანერები, პრომო მასალები, პრეზენტაციები);
- ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა და მათი ერთიანი გამოყენების უზრუნველყოფა ყველა საკომუნიკაციო არხზე;
- დიზაინის მასალების ადაპტაცია სხვადასხვა პლატფორმისთვის (Digital, Social Media, Website, Print);
- მარკეტინგის გუნდისგან მიღებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;
- დიზაინ კონცეფციების შემუშავება კამპანიებისა და კომერციული აქტივობებისთვის;
- ბეჭდური მასალების დიზაინი და ტექნიკური მომზადება (ბროშურები, კატალოგები, ფლაერები, გარე რეკლამა);
- ვებგვერდისთვის ვიზუალური ელემენტების შექმნა და პერიოდული განახლება;
- დიზაინ ფაილების ორგანიზება, არქივირება და რესურსების სისტემატიზაცია;
- მიღებული უკუკავშირის საფუძველზე დიზაინების კორექტირება და გაუმჯობესება;
- გარე პარტნიორებთან (სტამბა, სააგენტო, პროდაქშენი) კომუნიკაცია მასალების სწორი წარმოებისთვის;
- თანამედროვე დიზაინ ტრენდების კვლევა და მათი პრაქტიკაში ინტეგრირება;
- ბრენდის ცნობადობისა და კომერციული შედეგების ზრდაზე ორიენტირებული კრეატიული იდეების გენერირება.
საჭირო უნარები და კომპეტენციის სფეროები:
- ძლიერი კრეატიული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- უკუკავშირის მიღებისა და შედეგიანად გათვალისწინების უნარი;
- სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- Adobe Creative Suite-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Photoshop, Illustrator, InDesign);
- ციფრული და ბეჭდური დიზაინის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;
- სხვადასხვა პლატფორმისთვის დიზაინის ადაპტაციის გამოცდილება;
- ვიდეო/მოძრავი გრაფიკის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (After Effects, Premiere Pro);
- UI/UX დიზაინის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანიის შეთავაზება
მასშტაბურ და მაღალი სტანდარტის პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში;
პროფესიონალური, კრეატიული და დინამიური სამუშაო გარემო;
კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge და ელ. ფოსტის “subject”-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 მაისი 2026
ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები
