დღეს - 05 ივნ
უფროსი ბუღალტერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3000 - 4000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,კორპორატიული მობილური პაკეტი,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,პარკინგის ადგილის უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge/

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება დამსაქმებელი ორგანიზაციისა და მისი შვილობილი კომპანიების მიზნების შესაბამისად;
  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებებისა და გადარიცხვების წარმოება;
  • მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ინვენტარის, საწვავის და სპეცტანსაცმლის, ნაშთების გასწორების უზრუნველყოფა;
  • საპენსიო თანხის სწორად განსაზღვრა , პროგრამულად შედარება და საპენსიო დარიცხვების მომზადება;
  • საშემოსავლო და განაცემთა დეკლარაციის მომზადება;
  • შესყიდვების წიგნის გასწორება : მიღებული ფაქტურების, გეზის მომსახურებას, იმპორტის დეკლარაციების და ბეჭდურად მოსული ფაქტურების გადახურვა შესაბამისი თვის დეკლარაციის მიხედვით;
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
  • დებიტორებისა და კრედიტორების აღრიცხვა და კონტროლი ანგარიშებზე, ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
  • ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა ბუღალტერიაში;
  • სასაქონლო ზედნადებების გაგზავნა, მიღება-დადასტურება და მათი მიღება - ჩაბარებებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ბუღალტრული ოპერაციების წარმოების შედეგად წარმოქმნილი შეუსაბამობის აღმოჩენა და გასწორება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ბუღალტერიის მიმართულებით.
  • პროფესიული ბუღალტრის სერტიფიკატი (ACCA ან ბაფ-ის სერტიფიკატი)-სასურველია
  • მინიმუმ 3-დან 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის ან უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
  • დაქვემდებარებული ბუღალტრების გუნდის მართვის გამოცდილება.
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზედმიწევნით და სიღრმისეულად ცოდნა და სიახლეების მუდმივი მონიტორინგი.
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS, IFRS for SMEs) ცოდნა.
  • (rs.ge, geostat.ge და.ა.შ.) მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
  • შესაბამისი საბუღალტრო/ERP პროგრამის 1C ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 3000-4000 ლარი
  • ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი

სოციალური პაკეტი:
  • ლანჩით უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
  • პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
  • კორპორატიული ნომერი
  • პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://qebuliclimate.selfrecruit.ge/s/ZfXnz
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიის, ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე

დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები