დღეს - 30 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას : სახელფასო პროექტის მენეჯერი - სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდი
მოქმედების ვადა: 12/05/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოქმედების ვადა: 12/05/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში, სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდში, ვეძებთ - სახელფასო პროექტის მენეჯერს!
იმუშავებ ბანკისთვის მნიშვნელოვან კლიენტების მოზიდვაზე და მათ პორტფელური ფორმატით ზრუნვაზე; ამასთან ერთად საინტერესო ამოცანებზე, რომელიც ანვითარებს ბანკში ამ მიმართულებას და კლიენტებს უმარტივებს ცხოვრებას. გექნება სრული მხარდაჭერა, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები.
რას გააკეთებ?
- სახელფასო პროექტის ფარგლებში დასაქმებულ ფიზიკური პირების მოზიდვებისთვის შეიმუშავებ გეგმებს სეგმენტებზე ჩაშლილს: კორპორატიული / სმე.
- გუნდთან ერთად მართავ მსხვილი კომპანიების პორტფელებს (სახელფასო პროექტის ფარგლებში) , ეს იქნება კორპორატიული სეგმენტი, მსხვილი სმე სეგმენტი და სახელმწიფო ინსტიტუტები.
- აქტიურად ჩაერთვები მსხვილ კომპანიებისთვის ბანკის შერჩევის ტენდერის / კონკურსის პროცესში.
- გუნდთან ერთად იმუშაო სახელფასო პროექტში ორგანიზაციების ჩართვის პროცესების განვითარებაზე , გამარტივებაზე.
- იქნები ჩართული პროდუქტის (სახელფასო პროექტები) დიჯიტალ არხით განვითარებაში.
- ანალიტიკური რეპორტების განვითარებას ბიზნესური ხედვებით.
აუცილებელია გქონდეს:
- საბანკო პროდუქტების/ პროცესების საფუძვლიანი ცოდნა როგორც ბიზნესის, ასევე საცალო სეგმენტში;
- პორთფელის მართვის გამოცდილება
- ფინანსური ანალიტიკის გამოცდილება
- გაყიდვების/ შეთავაზებების კუთხით გამოცდილება
- Excel-ის კარგი ცოდნა
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (ზეპირი და წერითი)
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/yCMkN
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

