შემდეგი
დღეს - 30 მაი
მომხმარებელთა მრჩეველი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment@boundsolutions.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 - 1800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: მომხმარებელთა მრჩეველი
ხელფასი: 1,500-1,800 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
- თითოეული სტუმრისთვის გამორჩეული, პერსონალიზებული მომსახურების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის სტილის, საჭიროებებისა და მოლოდინების გააზრება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მომხმარებელთა ლოიალობის გაძლიერება;
- VIP მომხმარებლებთან ინდივიდუალური მუშაობა და განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა;
- გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და მიზნების შესრულება;
- ბრენდის ესთეტიკისა და ღირებულებების ზუსტი და თანმიმდევრული კომუნიკაცია;
- სივრცის ატმოსფეროსა და ვიზუალური იმიჯის შენარჩუნებაში მონაწილეობა;
- ინდივიდუალური შეკვეთების პროცესში კლიენტის მხარდაჭერა -კონსულტაციიდან მიწოდებამდე;
- მომხმარებლის მოთხოვნების ზუსტი და დეტალური გადაცემა შესაბამის გუნდთან;
- ვიზუალური სტანდარტების დაცვა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა;
- მომხმარებელთა მონაცემების მართვა და რეგულარული განახლება CRM სისტემაში;
- მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან და ურთიერთობის განვითარება;
- გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესებისა და ჩანაწერების ზუსტი მართვა;
- გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და საერთო მიზნების მხარდაჭერა;
- შიდა სტანდარტებისა და სერვისის კულტურის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საცალო ვაჭრობის, მოდის, ლუქს ან სერვისზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების პროცესისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება;
- CRM სისტემებთან ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- ძლიერი პრეზენტაციისა და კონსულტაციის უნარები;
- გამართული, დახვეწილი და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება და მოქნილობა;
- დეტალებზე, ხარისხსა და სერვისის მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებულობა;
- ინტერესი მოდის, დიზაინისა და ინდივიდუალური სტილის მიმართ;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ მეილზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
• თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული
დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ
სოლუშენის” მიერ;
•ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის
(დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
• პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
(სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
• პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ
აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები