დღეს - 27 მაი
სტაჟიორი ხარისხის მართვის დეპარტამენტში
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ქართული
კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ: სტაჟიორს ხარისხის მართვის დეპარტამენტში.

მისამართი - ქ.თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23

ხარისხის უწყვეტი მართვის დეპარტამენტში სტაჟირება წარმოადგენს პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას, რომლის მიზანია მონაწილეებმა შეიძინონ ცოდნა და უნარები ჯანდაცვაში ხარისხის მართვის, პაციენტის უსაფრთხოებისა და პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით.

სტაჟირების განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში და იმუშავებენ რეალურ პროექტებზე, რაც მოიცავს კლინიკური და ადმინისტრაციული პროცესების შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისთვის (1-2-3-4-5-6 კურსი)
  • რეზიდენტებისთვის ან ახალგაზრდა ექიმებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების მიმართულებით
  • ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებიც სურთ სისტემური ცოდნის გაღრმავება

აუცილებელია:
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ინგლისური ენის ცოდნა

სტაჟიორები მიიღებენ გამოცდილებას:
  • ხარისხის ინდიკატორების მონიტორინგსა და ანალიზში
  • ინციდენტების მართვის პროცესში მონაწილეობაში
  • კომიტეტების მუშაობის მხარდაჭერაში
  • შიდა აუდიტებსა და შეფასებებში ჩართულობაში
  • ხარისხის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში

პროგრამა ეფუძნება თანამედროვე ხარისხის გაუმჯობესების მიდგომებს, როგორიცაა:
  • პროცესებზე დაფუძნებული აზროვნება
  • გაუმჯობესების მოდელები (მაგ. PDSA ციკლი, Root Cause Analysis)
  • გუნდური მუშაობა და მულტიდისციპლინარული თანამშრომლობა

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/iWctzREe
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები