დღეს - 26 მაი
გრაფიკოსი დიზაინერი
თბილისი, ბაგები
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია გრაფიკული დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2500 - 3000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხელოვნება / მედია გრაფიკული დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: გრაფიკოსი დიზაინერი
ხელფასი: 2,500-3,000 ლარი (NET) (დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (11:00-19:00)
მდებარეობა: ვაკე, ბაგები

ძირითადი მოვალეობები:
  • 3D სცენოგრაფიისა და ღონისძიების სივრცის დეტალური ვიზუალიზაციების შექმნა Autodesk 3ds Max-ში;
  • კონცეფციის შესაბამისად 3D მოდელირება, ტექსტურირება, განათების დაგეგმარება და მაღალი ხარისხის რენდერების მომზადება;
  • ღონისძიების სივრცის არქიტექტურული დაგეგმარება (სცენა, დარბაზი, დეკორაცია, ტექნიკური ინფრასტრუქტურა და სხვა ელემენტები);\
  • სამუშაო ნახაზების (working drawings) მომზადება რეალური მასშტაბებისა და ტექნიკური პარამეტრების სრული გათვალისწინებით;
  • Motion დიზაინისა და ანიმაციური ვიზუალების შექმნა;
  • LED ეკრანებისთვის ვიზუალური კონტენტის დიზაინი და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • დინამიკური გრაფიკული ელემენტებისა და ვიზუალური ეფექტების განვითარება;
  • ციფრული მოსაწვევებისა და პრეზენტაციული მასალების დიზაინი;
  • 2D/3D გრაფიკული მასალების შექმნა (ბანერები, ბრენდინგ ელემენტები, პოლიგრაფიული პროდუქცია);
  • კრეატიული ბრიფის ვიზუალური ინტერპრეტაცია და კონცეფციების განვითარება;
  • ბრენდბუქის სტანდარტების დაცვა ყველა ფორმატსა და პლატფორმაზე;
  • print-ready / production-ready ფაილების მომზადება;
  • რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვა დადგენილი ვადების მკაცრი დაცვით;
  • დიზაინის ხარისხის კონტროლი კონცეფციიდან საბოლოო რეალიზაციამდე;
  • ალტერნატიული დიზაინ-გადაწყვეტების შეთავაზება ბიუჯეტისა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება დიზაინის, არქიტექტურის ან შესაბამის სფეროში (სასურველია);
  • მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში (ივენთ ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • დიზაინის პროგრამებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება: Adobe Photoshop, Adobe Illustrator (2D layout); Archicad ან SketchUp (3D მოდელირება); Autodesk 3ds Max; Adobe InDesign; Adobe After Effects; Canva;
  • სივრცის დაგეგმარებისა და ლეიაუთების შექმნის გამოცდილება;
  • Motion დიზაინისა და ანიმაციის შექმნის გამოცდილება (სასურველია);
  • პრინტ და ციფრული მასალების ტექნიკური მოთხოვნების ცოდნა (print-ready / production-ready ფაილების მომზადება);
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი, ეფექტური prompt-ების შექმნა და მათი გამოყენება დიზაინის პროცესის ოპტიმიზაციისთვის;
  • კრეატიული აზროვნება და ვიზუალური კონცეფციების დამოუკიდებლად განვითარებისა და რეალიზაციის უნარი;
  • მრავალპროფილურ პროექტებზე ერთდროულად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტაცია და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პორტფოლიოს არსებობა სავალდებულოა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Info@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული
დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ
სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები