შემდეგი
დღეს - 24 მაი
სტანდარტი
ანდროლოგი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: m.kozmanashvili@reproart.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
შპს „ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი“ აცხადებს ვაკანსიას ანდროლოგის (დამწყები / გამოცდილი) პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიცია: ანდროლოგი (დამწყები / გამოცდილი)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:00; შაბათი: 09:30-15:00
პოზიციის აღწერა:
ანდროლოგიური ლაბორატორიის პროცესებში მონაწილეობა — სპერმის დიაგნოსტიკური და დამუშავების პროცედურების განხორციელება, ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა, ხარისხის კონტროლის პროცესებში ჩართულობა, მონაცემთა აღრიცხვა და გუნდთან კოორდინაცია.
ძირითადი მოვალეობები:
- ანდროლოგიური ანალიზებისა და პროცედურების შესრულება - სპერმის ანალიზი, სპერმის გაყინვა, სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის განსაზღვრა, სპერმის დამუშავება ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის და საშვილოსნოს შიდა ინსემინაციისთვის; მიკროქირურგიული ოპერაციის შემდგომ ბიოფტატში სპერმატოზოიდების მოძიება.
- დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია თანამშრომლებთან და პარტნიორებთან.
- ლაბორატორიული აპარატურის გამართული მუშაობის მონიტორინგი.
- ინვენტარიზაცია: ლაბორატორიული სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიის ან მედიცინის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო (კლინიკა უზრუნველყოფს სწავლებას);
- ინგლისური ენის ფლობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
- კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას.
- სრულფასოვან ტრენინგს და პროფესიულ განვითარებას ანდროლოგიის სფეროში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი, 2026 წელი
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.
გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები