დღეს - 20 მაი
სტანდარტი
კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი
თბილისი
კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული ფონდების მოძიება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    არაკომერციული ფონდების მოძიება
  • ენები: ინგლისური
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი
ლაბორატორიის ეფექტური, სტაბილური და მაღალი ხარისხის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კლინიკური შედეგების სანდოობის კონტროლი; პროცესების ოპტიმიზაცია და გუნდის მართვა.

სამუშაო ადგილი: უზბეკეთი (ტაშკენტი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: აშშ დოლარში მაღალი ( დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ძირითადი მოთხოვნები
  • ≥5 წელი კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში
  • სასურველია ხელმძღვანელ ან უფროს სპეციალისტის პოზიციაზე
  • გამოცდილება კერძო და/ან მრავალპროფილურ საავადმყოფოში
  • თანამედროვე ლაბორატორიული ანალიზატორების (ჰემატოლოგია, ბიოქიმია) სრულყოფილი ცოდნა
  • კალიბრაციის, QC/QA სისტემების პრაქტიკული მართვა
  • ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) გამოყენება/დანერგვა
  • პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური ეტაპების კონტროლი
  • გარე ხარისხის პროგრამებში (EQAS/RIQAS) მონაწილეობის გამოცდილება
  • ლაბორატორიის აკრედიტაციისა და რეგულაციების ცოდნა
  • ლაბორატორიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა
  • ხარისხის კონტროლის სისტემის ზედამხედველობა
  • კრიტიკული ლაბორატორიული შეცდომების მართვა
  • კლინიკურ დეპარტამენტებთან კოორდინაცია
  • ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ოპტიმიზაცია
  • პერსონალის შერჩევა, შეფასება და განვითარება
  • ახალი მეთოდების/ტექნოლოგიების დანერგვა
  • აუცილებელია რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

  • მენეჯერული და ანალიტიკური უნარები
  • რესურსების ოპტიმიზაცია (რეაგენტები, დრო, პერსონალი)
  • გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულ სიტუაციებში
  • კლინიცისტებთან პროფესიული კომუნიკაცია და პოზიციის დაცვა
  • პროცესების ანალიზი და გაუმჯობესება
  • გუნდის მართვა და განვითარების უზრუნველყოფა

დამატებითი უპირატესობები
  • ინგლისური ენა (ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე)
  • ISO 15189 ან მსგავსი სტანდარტების გამოცდილება
  • აუდიტებში მონაწილეობის გამოცდილება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები