დღეს - 20 მაი
იურისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
„PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

"პსპ ფარმა" აცხადებს იურისტის ვაკანსიას სააფთიაქო ქსელის იურიდიული პროცესების უზრუნველყოფის მიმართულებით

ძირითადი ფუნქციები
  • კომპანიის ფარმაცევტული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • კომპანიის ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების - სააფთიაქო ქსელის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სააფთიაქო ქსელის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა: საქართველოს სრულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წარმოება (მათ შორის, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებების ფარგლებში), სამართლდარღვევის საქმის წარმოება ადმინისტრაციულ/სასამართლო ორგანოებში, სასამართლოში წარმომადგენლობა;
  • სამართლებრივი დავებისა და რისკების პრევენცია და მინიმიზაცია სააფთიაქო ქსელის საქმიანობასთან მიმართებით;
  • სააფთიაქო ქსელის იურიდიული დოკუმენტაციის შემუშავება და ექსპერტიზა;
  • კომპანიის ფარმაცევტული საქმიანობის მომწესრიგებელი და სააფთიაქო ქსელის ფუნქციონირებისათვის სავალდებულო კანონმდებლობის ანალიზი და განმარტება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სავალდებულოა სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სასურველია კერძო ან საჯარო სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • იურიდიული მიმართულებით მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები
  • მიზანზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე სწრაფი ადაპტირება;
  • კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმართვა და დავების ეფექტიანი გადაწყვეტს უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
  • შეზღუდულ ვადებში დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნოთ HR@psp.ge მისამართზე, დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: იურისტი.
რეზიუმეების მიღება სრულდება 21 მაისს 2026.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები