შემდეგი
დღეს - 06 მაი
სტარტი
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებელად
თბილისი, ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზ. (ავლაბარი)
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@ssu.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
- ენები: ინგლისური
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
საინჟინრო ფაკულტეტი
ვიწრო სფერო: ინჟინერია და საინჟინრო საქმე
დეტალური სფერო: მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგია
პროფესორი -1 ვაკანსია
ვიწრო სფერო: ფიზიკური მეცნიერებები
დეტალური სფერო: ფიზიკა
პროფესორი -1 ვაკანსია
ვიწრო სფერო: განათლება
დეტალური სფერო: განათლების მეცნიერება
ასისტენტი- 1 ვაკანსია
საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- პროფესორის თანამდებობაზე - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები/გამოცემები;
- ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. ასისტენტის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
- აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები როგორც მატერიალური სახით (მის. სსუ, ქეთევან დედოფლის გამზირი N16, მე-2 კორპუსი, ოთახი N112), ასევე ელექტრონული სახით მეილზე: vacancy@ssu.edu.ge
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- CV/რეზიუმე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია);
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები.
განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 8 მაისიდან.
- I ეტაპი – განაცხადის მიღება: 08.05.2026-15.05.2026
- II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო კომისიის წევრების მიერ განხილვა: 18.05.2026 – 22.05.2026
- III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 25.05.2026 – 01.06.2026
- IV ეტაპი - კონკურსის შედეგების გამოცხადება: 02.06.2026 – 12.06.2026
მთავარი მოთხოვნა: აფილირება სსუ-სთან.
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები