დღეს - 16 მაი
სტანდარტი
სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ld.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
სამშენებლო კომპანია ლიდერ დეველოპმენტი - აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
ლიდერ დეველოპმენტი სამშენებლო ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და უკვე 5 მიმდინარე დიდი პროექტი აქვს. მშენებლობები მიმდინარეობს როგორც თბილისის გარე, ასევე ცენტრალურ უბნებში. კომპანიას უკვე ჰყავს 700-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი და ეს რიცხვი მხოლოდ მზარდია. ჩვენი გუნდი აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ინჟინრებსა და სხვა, პროექტებისთვის მნიშვნელოვან პროფესიონალებს. ჩვენი ამბიციაა, შევქმნათ დიზაინისა და კომფორტის სინერგია, რომელიც თანამედროვე ადამიანისა და ოჯახების სურვილებსა და საჭიროებებს სრულად მოერგება. ჩვენი პრიორიტეტია მაცხოვრებლის კომფორტი, გარემოსა და ლანდშაფტთან ვიზუალური სიმბიოზი, დიზაინის სრულყოფა და მინიმალიზმით მაქსიმალური ეფექტის სმიღწევაა. ყველა პროექტი უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება, რაც დაცულობისა და სიმყარის გარანტია. სამომავლოდ, კომპანია გეგმავს არაერთი პროექტის განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტების დეტალური ხარჯთაღრიცხვების შედგენა, ბიუჯეტირების პროცესში აქტიური მონაწილეობა და ფინანსური ანალიზი;
- მასალებისა და სამუშაო რესურსების ღირებულებების მოკვლევა და შეფასება;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა;
- მშენებლობის ეტაპების დეტალური ანალიზი;
- პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და მასალების საბაზრო ფასის დადგენა და განფასების მომზადება;
- პროექტის მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
- შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმა #2 შედგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საინჟინრო, სამშენებლო ან ეკონომიკური მიმართულებით);
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- AUTO CAD/ARCHI CAD პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ფლობა.
- უცხო ენები: ინგლისური (სასურველია).
ანაზღაურება - 3000 ლარიდან
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@ld.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
შეტყობინება: ლიდერ დეველოპმენტი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერ დეველოპმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
