დღეს - 25 აპრ
სტანდარტი
დებიტორული დავალიანებების/შიდა პროცესების კონტროლის სპეციალისტი
თბილისი, ლილო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@trd.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა, ხარჯთაღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა, ხარჯთაღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
T&R DISTRIBUTION აცხადებს ვაკანსიას დებიტორული დავალიანებების/შიდა პროცესების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე:
- სავაჭრო ქსელებისა და პარტნიორი ობიექტების ვალდებულებების პროგრამული კონტროლი; დებიტორული დავალიანებების რეესტრის წარმოება და ყოველდღიური ანალიზი;
- ვადაგადაცილებული დავალიანებების იდენტიფიცირება, მათი ხანდაზმულობის მიხედვით დახარისხება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- სავაჭრო ქსელების და პარტნიორი ობიექტების ვალდებულებების პროგრამული მონიტორინგი;
- დავალიანების რეესტრის წარმოება, მიმდინარე გადახდების კონტროლი და ვადაგადაცილებული ვალების იდენტიფიცირება;
- პრობლემური კლიენტების იდენტიფიცირება, მათი გადახდისუნარიანობისა და პოტენციური ფინანსური რისკების შეფასება ახალი საკრედიტო პირობების დაწესებამდე; ბუღალტერიასთან კოორდინაციით შედარების აქტების მომზადება და კლიენტებთან ნაშთების რეგულარული დაზუსტება;
- საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან აქტიური კავშირი (ტელეფონი, ვიზიტი) გადახდების შეხსენების, დაფარვის გრაფიკზე შეთანხმებისა და თანხების ამოღების მიზნით;
- "სტოპ-ლისტების" ოპერატიული ფორმირება და სისტემური კონტროლი — იმ ობიექტების დროული ბლოკირება, რომელთაც აქვთ ვადაგადაცილება ან გადაცილებული საკრედიტო ლიმიტი;
- გაპრობლემებული ვალების იდენტიფიცირება და იურიდიულ დეპარტამენტთან თანამშრომლობა სამართლებრივი რეაგირების (გაფრთხილება, სარჩელი) მოსამზადებლად.
- ადგილობრივი და რეგიონული საწყობების (თბილისი, თელავი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი) ნაშთების მონიტორინგი; საქონლის გაცემისა და დაბრუნების პროცესების შესაბამისობის შემოწმება კომპანიის პოლიტიკასთან.
- სავაჭრო ობიექტებზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვიზიტი, ნაშთების ფიზიკური შემოწმება და აგენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორის დადასტურება.
- შიდა ოპერაციული პროცესების შესაბამისობის შემოწმება კომპანიის პოლიტიკასთან, პროცესებში არსებული "სუსტი წერტილების" აღმოჩენა, რაც იწვევს თანხების დაკარგვას ან დაგვიანებას.
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება დავალიანებების დინამიკის, ამოღების მაჩვენებლის და აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ექსელის კარგი ცოდნა
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები
- რეპორტინგისა და ანალიტიკის უნარები
- დეტალებზე ორიენტირება
პირობები:
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
- სამუშაო საათები: 10:00-18:00;
- დასვენების დღეები: შაბათი, კვირა;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2
- ანაზღაურება : 2 200 ლ. ფიქსირებული + 200 ლ. ავტომობილის იჯარა (სავალდებულოა საკუთარი ავტომობილი) + საწვავი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართზე: hr@trd.ge
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დებიტორული დავალიანებების/შიდა პროცესების კონტროლის სპეციალისტი
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური აღრიცხვა,
ხარჯთაღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
