დღეს - 17 მაი
ფინანსური მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფინანსური მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (კვირაში 3 სამუშაო დღე, 10:00–19:00)
მდებარეობა: თბილისი, ბაგები

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ფინანსური პროგნოზებისა და სხვადასხვა სცენარის მომზადება;
  • შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზი და ოპტიმიზაციის ინიციატივების შემუშავება;
  • KPI-ების განსაზღვრა და ბიზნესის შედეგების შეფასება ფინანსური ჭრილში;
  • ივენთების ფინანსური შედეგების მართვა (Event P&L);
  • ღონისძიებების თვითღირებულების ანალიზი (Food Cost, Beverage Cost, Production Cost);
  • მომგებიანობისა და მარჟის ანალიზი თითოეული პროექტის ჭრილში;
  • დაგეგმილი ღონისძიებების პორტფელზე დაფუძნებული შემოსავლების პროგნოზირება და სეზონურობის გათვალისწინებით დაგეგმვა;
  • წლიური და პროექტული (ივენთების) ბიუჯეტების დაგეგმვა, მონიტორინგი და კონტროლი;
  • ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა;
  • ფინანსური ნაკადების (Cash Flow) ეფექტიანი მართვა და ოპტიმიზაცია;
  • კომერციული წინადადებების ფინანსური შეფასება და მხარდაჭერა;
  • ოპერაციულ და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • საწყობის ნაშთებისა და ჩამოწერების ფინანსური კონტროლი;
  • კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • ფინანსური ანგარიშგების (თვიური, კვარტალური, წლიური) მომზადება მენეჯმენტისა და პარტნიორებისთვის;
  • კონტრაქტების, ფინანსური ვალდებულებებისა და გადახდების პროცესების კონტროლი;
  • შესყიდვების პროცესებზე ფინანსური ზედამხედველობა (ვიზირება, ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაცია) შესყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერთან მჭიდრო კოორდინაციით;
  • საგადასახადო და სამართლებრივი მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • აუდიტის პროცესის კოორდინაცია;
  • ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და შიდა კონტროლის სისტემების გაუმჯობესება;
  • ფინანსური პროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტიანობის ზრდის ინიცირება;
  • ფინანსური პროცესების სტანდარტიზაცია და SOP-ების (Standard Operating Procedures) შემუშავება/დანერგვა, მათი შესრულების მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესება;
  • სტრატეგიული პროექტებისა და ინიციატივების მართვა, პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია და დაგეგმილი ეტაპების დროული შესრულების კონტროლი;
  • პერმანენტული კოორდინაცია ბუღალტერიასთან, ოპერაციულ და პროექტის გუნდებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან შესაბამის მიმართულებაში;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ფინანსურ მართვაში (სასურველია პროექტულ/ივენთების ან სერვისულ ინდუსტრიაში).
  • ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების, პროგნოზირების და ანალიტიკის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ქეშფლოუს მართვისა და ფინანსური პროგნოზირების ძლიერი უნარები;
  • ფინანსური მოდელირების და ანალიტიკური ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Excel-ისა და ფინანსური პროგრამების პროფესიული ცოდნა;
  • მაღალი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებით ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული
დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ
სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის
(დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
(სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ
აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები