შემდეგი
დღეს - 17 აპრ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საავტომობილო - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
საავტომობილო - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
შპს „ამბოლი“ წარმოადგენს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიის, Georgia Capital PLC-ის (LN:CGEO) (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას და არის ერთ-ერთი ლიდერი და სწრაფად მზარდი კომპანია საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზარზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
შპს „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ბიუჯეტირების, რეპორტინგისა და ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯგუფის კომპანიების ფინანსური რეპორტინგის (კონსოლიდირებული და ინდივიდუალური) სრული ციკლის მართვა და IFRS სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- წლიური აუდიტის პროცესის კოორდინაცია და გარე მხარეებისათვის (დამფუძნებლები, მომწოდებლები, საკრედიტო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები) ფინანსური რეპორტების მომზადება;
- წლიური და ხუთწლიანი სტრატეგიული ბიუჯეტირების პროცესების დაგეგმვა, დეპარტამენტებთან კოორდინაცია და ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მონიტორინგი;
- ფულადი ნაკადების პროგნოზირება, ლიკვიდობისა და სამუშაო კაპიტალის ეფექტური მართვა;
- საინვესტიციო პროექტებისა და ახალი ბიზნეს მიმართულებების ფინანსური შეფასება და პრეზენტაცია დამფუძნებელთან/სამეთვალყურეო საბჭოსთან;
- ფინანსური რეპორტინგისა და ანალიტიკური (BI) პროცესების და სისტემების განვითარება;
- მენეჯმენტთან და დეპარტამენტებთან ფინანსური შედეგების და შესაბამისი რეპორტების რეგულარული კომუნიკაცია, პრეზენტაცია და გადაწყვეტილების მხარდაჭერა;
- გუნდის მართვა: ამოცანების დელეგირება, მიზნების განსაზღვრა, შესრულების შეფასება და თანამშრომლების პროფესიული განვითარება.
პროფესიული კვალიფიკაცია და ტექნიკური უნარები:
- ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში/ფინანსებში;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის მიმართულებით;
- IFRS სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა და გამოყენების პრაქტიკა;
- ფინანსური მოდელირების მაღალ დონეზე ცოდნა;
- Excel-ის (PowerPivot, Power Query, DAX) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური ანალიზისათვის საჭირო მათემატიკური უნარები;
- ბიზნეს გადაწყვეტილებებისათვის საჭირო პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- გუნდთან ერთად მუშაობის გამოცდილება;
- კომპანიის ბიუჯეტირების პროცესის ცოდნა ან/და გამოცდილება;
- საინვესტიციო პროექტების მომზადებისა და პროცესის მართვის გამოცდილება;
- კომპანიის ფინანსური აუდიტის პროცესის მართვის გამოცდილება;
- საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის გამოყენების გამოცდილება.
სასურველი კვალიფიკაცია და უნარები:
- სასურველია Power BI-ს და SQL-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ACCA/CFA კვალიფიკაცია (მათ შორის არასრული კვალიფიკაციაც).
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ღია და ეფექტური კომუნიკაცია;
- გუნდურობა;
- სიღრმისეული ანალიზის მიდგომა;
- დროის ეფექტურად მართვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები