დღეს - 07 მაი
სტანდარტი
საწარმოო უბნის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები დანადგარის ოპერირება, საწარმოს ოპერაციები, წარმოების ტექნოლოგია, ქიმიური წარმოება
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება ქიმიური ნივთიერებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2150
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): პარკინგის ადგილის უზრუნველყოფა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    წარმოება/ოპერაციები დანადგარის ოპერირება, საწარმოს ოპერაციები, წარმოების ტექნოლოგია, ქიმიური წარმოება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება ქიმიური ნივთიერებები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
იზოტოპების მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო უბნის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ზოგადი ფიზიკა, ზოგადი ქიმია, ქიმიური ტექნოლოგიის ზოგადი საწყისები;
  • იზოტოპების განცალკევების ტექნოლოგიური პროცესების ზოგადი საფუძვლები;
  • ქიმიური ტექნოლოგიების საწარმოო დანადგარების ექსპლუატაციის ზოგადი წესების ცოდნა;
  • მონაცემთა ელექტრონული ბაზის სტრუქტურის ცოდნა;
  • გამოთვლების მათემატიკური და ბაზების დამუშავების სტატისტიკური ზოგადი მეთოდები;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენები: რუსული და ინგლისური B2 დონე.
  • პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • თბილისში მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.
  • უპირატესობა მიენიჭებათ ასევე იმ კანდიდატებს, რომელთაც გავლილი აქვთ აღნიშნულ ან მსგავს სფეროში პროფესიული კურსები;

ძირითადი მოვალეობები:
  • ტექნოლოგიური პროცესებისა და რეჟიმების შემუშავება და ექსპლუატაციაში შეყვანა, ნედლეულის ხარჯების კონტროლი, პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • ტექნოლოგიური დოკუმენტაციის წარმოება, საწარმოსა და მისი სხვა ერთეულების უზრუნველყოფის ზედამხედველობა;
  • დაწესებული ტექნოლოგიური პროცესების მკაცრი მონიტორინგი, ტექნოლოგიური დისციპლინის დარღვევების იდენტიფიცირება და მათ აღმოსაფხვრელად ზომების მიღება;
  • მონაწილეობის მიღება ახალი საწარმოო პროექტების შემუშავებაში, ახალი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების დაუფლებისთვის განკუთვნილი დროის შემცირებაში, წარმოების სიმძლავრის რაციონალურ გამოყენებაში, ენერგიისა და მასალის მოხმარების შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდაში, პროდუქციის ხარისხის და შრომის ორგანიზაციის გაუმჯობესებაში;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, სამუშაო საათები 09.00-17.00 (შაბათ-კვირის გარდა)
  • ანაზღაურება 1500-2000 დოლარის ექვივალენტი ლარში, დარიცხვით. (დამოკიდებულია პრეტენდენტის განათლებასა და უნარებზე)
  • საწარმო მდებარეობს თბილისში, საბურთალოს რაიონში.
  • კომპანიაში დასაქმებულთათვის არსებობს დამატებითი ბენეფიტები (წლიური საბონუსო სისტემა, სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი ანაზღაურება უქმე ან ზენორმატიულ საატებზე, Fitpass, პარკინგით უზრუნველყოფა, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე: tamar.sakhokia@sgg.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწარმოო უბნის მენეჯერი".
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
წარმოება/ოპერაციები
დანადგარის ოპერირება,
საწარმოს ოპერაციები,
წარმოების ტექნოლოგია,
ქიმიური წარმოება
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია