დღეს - 06 მაი
საერთაშორისო ბაზრის კვლევისა და შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ინგლისური,თურქული
გორგია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საერთაშორისო ბაზრის კვლევისა და შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი,

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე vip დეპარტამენტში, თბილისში;

მე ზვიად საყვარელიძე, ვაცხადებ ვაკანსიას საერთაშორისო ბაზრის კვლევისა და შესყიდვების უმცროსი

სპეციალისტის პოზიციაზე. კანდიდატებს შევასწავლი 1ც პროგრამას და გორგიაში ასრსებულ შიდა პროცესებს, მომწოდებლებთან ურთიერთობებს, შესყიდვის და გაყიდვის ხელოვნებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს, რაც ყველაზე მთავარია შევასწავლი კომერციას. კანდიდატებს შევუწყობ ხელს განვითარებასა და კარიერულ ზრდაში;

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000

მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასაქონლო ჯგუფში არსებული მწარმოებლების ბაზის შექმნა, მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა და შემუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
  • საერთაშორისო ბაზრებისა და მომწოდებლების სიღრმისეული ცოდნა, მათ შორის ფასების დინამიკის, პროდუქციის სპეციფიკისა და ბაზრის ტენდენციების გააზრება;
  • სასაქონლო ჯგუფის თვითღირებულების დამოკიდებულობის განსაზღვრა, ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
  • შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით. შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პოტენციური მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო/უმაღლესი განათლება;
  • სასურველია 3 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/q0ANvwrb

გისურვებთ წარმატებებს!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები