03 აპრ - 02 მაი
აგრო ექსპერტი/აგრონომი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სოფლის მეურნეობა აგრონომია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სოფლის მეურნეობა აგრონომია
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აგრო ექსპერტის/აგრონომის პოზიციაზე.

აგრო ექსპერტის/აგრონომის პოზიცია არ არის მუდმივი, გულისხმობს საჭიროების მიხედვით გარკვეული დღეების განმავლობაში მუშაობას, რეგიონებში მივლინებით სიარულს და გათვალისწინებულია შესაბამისი დღიური ანაზღაურება. კანდიდატებს შეუძლიათ ამ პოზიციის შეთავსება სხვა, მუდმივ სამსახურთან.

ძირითადი მოვალეობები:
  • აგრო ზარალების შეფასება: ველზე გასვლა ზარალის შეფასების მიზნით და დასკვნის მომზადება;
  • დაზიანებული სასოფლო სამეურნეო კულტურების შეფასება: რისკის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, გარკვეულ პარამეტრებზე დაყრდნობით ზიანის დადგენა;
  • ზარალების შეფასების პროცესში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა ზარალის რეგულირების შესახებ.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი აგრარული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • აუცილებელია საქართველოში გავრცელებულ სასოფლო სამეურნეო კულტურების ცოდნა;
  • აუცილებელია პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება აგრარულ სფეროში.

პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

სოფლის მეურნეობა
აგრონომია
ნახვები
უნიკალური ნახვები