შემდეგი
დღეს - 01 მაი
სტარტი
სტაჟირება ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@palatillc.com
ტელეფონი: +995 511 104 113
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კომპანია „პალატი“ აცხადებს: სტაჟიორი დასაქმების პერსპექტივით ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით (რუსთავი)
ჩვენ ვართ პირველი ქართული ფანერის მასშტაბური წარმოება- კომპანია „პალატი“, სადაც დანერგილია მრავალფეროვანი და თანამედროვე საწარმოო დანადგარები. ვაცხადებთ სტაჟირების პროგრამას ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით, რაც წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას პროფესიული განვითარების და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
ძირითადი მოვალეობები
- ელექტრიკოსის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
- საწარმოო დანადგარების მუშაობის მონიტორინგში მონაწილეობა;
- მცირე ტექნიკური დავალებების შესრულება ზედამხედველის მითითებით;
- ელექტრო გაუმართაობების იდენტიფიცირებაში დახმარება;
- ინსტრუმენტებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებაში მონაწილეობა;
- უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
- ტექნიკური ცოდნის ეტაპობრივი მიღება და პრაქტიკაში გამოყენება.
მოთხოვნები
- ტექნიკური განათლება (ელექტროინჟინერია ან მსგავსი მიმართულება — შესაძლებელია სტუდენტი);
- ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით საბაზისო ცოდნა;
- სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვის მზადყოფნა.
პირობები
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე;
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში — დასაქმების პერსპექტივა;
- სამუშაო გრაფიკი - სრული ან ნახევარი;
- სამუშაო ადგილი: რუსთავი, მაზნიაშვილის 4. ;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საწარმოო გარემოში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com ან დაგვიკავშირდით ნომრებზე - +995 511 104 113, +995 511 251 015;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები