დღეს - 30 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- ენები: ინგლისური
"თიბისი " აცხადებს ვაკანსიას : ბიზნეს ანალიზის მენეჯერი/ფინანსური ანალიტიკოსი - გადახდების და ყოველდღიური საბანკო ბიზნესი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, გადახდების და ყოველდღიური საბანკო ბიზნესის დირექტორიატში, კომერციული დაგეგმარებისა და ანალიზის ცოდნის ცენტრში ვეძებთ - ბიზნეს ანალიზის მენეჯერს !
პოზიციის ძირითადი ფუნქციაა : ფინანსური ანალიზის პროცესების მხარდაჭერა ქვესეგმენტების, ფეიროლის, და მას რითეილის მიმართულებით, მენეჯმენტის ხელმძღვანელობით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სხვადასხვა ბიზნეს და მომხმარებლის ქვესეგმენტების ფინანსური შედეგების ანალიზი - შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის შეფასება
- ტრენდების, გადახრებისა და რისკების იდენტიფიცირება
- ფეიროლის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესის მხარდაჭერა
- შრომითი ხარჯების, კომპენსაციისა და ბენეფიტების ფინანსური ანალიზი
- სცენარიული ანალიზის (what-if scenarios) მომზადება
- სტრატეგიული ინიციატივებისა და პროექტების ფინანსური შეფასება
- მას რითეილის ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი
- ფასების, აქციებისა და კამპანიების ფინანსური ეფექტიანობის ანალიზი
- რეგულარული ფინანსური რეპორტების და დეშბორდების მომზადებაში მონაწილეობა
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში
- მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების ან ანალიტიკის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება საბანკო სფეროს გამოცდილებას)
- ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
- Excel - ის და SQL - ის ცოდნა
- ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/y3NGn
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

