დღეს - 30 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: QR გაყიდვების მენეჯერი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
გადახდების განვითარების ლიგაში, ალტერნატიული გადახდები - ექვაირინგის გუნდში, 2 თვიანი პროექტის ფარგლებში ვეძებთ - QR გაყიდვების მენეჯერს.
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ზრუნავს ექვაირინგის მიმართულებით პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე
რას გააკეთებ ყოველდღიურად:
- დაამუშავებ ბაზებს და დააიდენტიფიცირებ მცირე ბიზნესებს
- QR გადახდების აქტივაციის მიზნით, გეგმიურად ეწვევი სხვადასხვა მცირე ბიზნესებს - სავაჭრო, მომსახურების, კვების ობიექტებს და სხვადასხვა სერვისის პროვაიდერებს
ვიზიტის დროს ადგილზე :
- გააკეთებ ახალი ინოვაციური ფუნქციონალის - QR გადახდების პრეზენტაციას
- დააგენერირებ და პორტატული პრინტერის გამოყენებით ამობეჭდავ მერჩანტის უნიკალურ QR კოდს
- განათავსებ QR კოდს მერჩანტისთვის სასურველ ფორმატში - სადგამის ან სტიკერის სახით და დაეხმარები მერჩანტს პირველი სატესტო ტრანზაქციის შესრულებაში
კვალიფიკაცია
- გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და დახმარება
- ხარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული
- გინდა დაიწყო ან განავითარო კარიერა საფინანსო სექტორში
- გაინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისები
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/y3Gd6
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

