დღეს - 29 აპრ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 400 - 500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
- კანდიდატების პირველადი გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება;
- კანდიდატებთან კომუნიკაცია შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე და დროული და ეფექტური უკუკავშირი;
- ბაზების წარმოება და განახლება;
- პირადი საქმეების აღრიცხვა და მონიტორინგი;
- ხელშეკრულებების დანართების ადმინისტრირება;
- ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას;
- პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.
სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (30 სთ)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
ანაზღაურება: 400 - 500 ნეტ ლარი
თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
