დღეს - 30 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე (დეკრეტის შემცვლელი).
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
- კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
- ვაკანსიების აღწერების მომზადება და სხვადასხვა პლატფორმებზე განთავსება;
- კანდიდატების მოძიება, რეზიუმეების გადარჩევა და შესაბამისი პოტენციური კადრების შერჩევა;
- სატელეფონო და პირადი გასაუბრებების ორგანიზება და ჩატარება;
- კანდიდატების უნარებისა და კომპეტენციების შეფასება;
- დასაქმების პროცესის კოორდინაცია (ინტერვიუიდან კონტრაქტის გაფორმებამდე);
- შიდა ბაზების წარმოება და განახლება;
- საჭიროებისამებრ საკადრო რეზერვის შექმნა;
- პერსონალის შერჩევისა და მიღების ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
- ადამიანური რესურსების მართვის და/ან შერჩევის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00- 18:00;
- ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი N1;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/BFyyEf1dგისურვებთ წარმატებას!
ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

