დღეს - 25 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას : ციფრული მოზიდვისა და მომხმარებლის გამოცდილების მენეჯერი - არარეზიდენტების სეგმენტის გუნდი
მოქმედების ვადა: 03/04/2025
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, არარეზიდენტების სეგმენტის გუნდიში ვეძებთ - ციფრული მოზიდვისა და მომხმარებლის გამოცდილების მენეჯერს !
პოზიცის მთავარი ამოცანაა არარეზიდენტი მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების მიზნით ციფრული არხების განვითარება და ოპტიმიზაცია. მოიცავს ციფრული პლატფორმების (ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია, სოციალური მედია) გაუმჯობესებას, მომხმარებელის ციფრული გამოცდილების (Customer Journey) სრულყოფასა და ახალი ციფრული ინიციატივების დანერგვას, რომლებიც ზრდის კონვერსიას, აქტივაციას და მომხმარებელის ჩართულობას.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- არარეზიდენტი მომხმარებლების მოზიდვისთვის ციფრული არხების სტრატეგიის დაგეგმვა და განვითარება
- ციფრული პლატფორმების (ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია და სხვა) ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება
- მომხმარებელის end-to-end Customer Journey-ის ანალიზი და ოპტიმიზაცია (acquisition → onboarding → activation)
- ონბორდინგის პროცესის გამარტივება და გაციფრულება
- ახალი ციფრული პროდუქტების/ფუნქციონალების ინიცირება და დანერგვა
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება
- შიდა სტეიკჰოლდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა
- მომხმარებლის ციფრული გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესებაზე ზრუნვა
კვალიფიკაცია
- გამოცდილება ციფრული მარკეტინგის, digital acquisition, CRM, growth ან customer experience მიმართულებით
- ციფრული არხების მართვის გამოცდილება (ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია, performance marketing, სოციალური მედია)
- Customer Journey-ის მართვის პრაქტიკული გამოცდილება (Acquisition → Onboarding → Activation)
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ( სასურველია)
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება და ანალიტიკური აზროვნება
- A/B ტესტირების, ექსპერიმენტებისა და ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიების ცოდნა
- ციფრული პროდუქტების ან ფუნქციონალების განვითარებაში მონაწილეობის გამოცდილება (product mindset)
- სასურველია საერთაშორისო/არარეზიდენტი მომხმარებლების სეგმენტთან მუშაობის გამოცდილება
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/xZtWb
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

