დღეს - 16 აპრ
SME საკრედიტო ანალიტიკოსი
ქუთაისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი, მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი, მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: რუსული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - SME საკრედიტო ანალიტიკოსი ქუთაისში,
რედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
  • გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ,კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენი პროექტების სრულყოფილი ფინანსური ანალიზის და საკრედიტო მემორანდუმის მომზადება;
  • კლიენტის კრედიტუნარიანობის შეფასება, მათ შორის ფინანსური უწყისების ანალიზი, ქეშფლოუს შეფასება და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების (DSCR, EBITDA და სხვ.) გამოთვლა;
  • კლიენტებთან ინტერვიუების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტი ბიზნესის საქმიანობის შეფასების მიზნით;
  • სესხის ოპტიმალური სტრუქტურის შემუშავება (თანხა, ვადა, გრაფიკი, უზრუნველყოფა) კლიენტის ფინანსური მდგომარეობისა და რისკის პროფილის შესაბამისად;
  • საკრედიტო კომიტეტზე პროექტების წარდგენა და არგუმენტირებული დაცვა;
  • გაცემული სესხების მონიტორინგი – პორტფელის ხარისხის, კლიენტის ფინანსური მდგომარეობისა და რისკ-ინდიკატორების მუდმივი კონტროლი;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა და პრობლემური სესხების ადრეული იდენტიფიკაცია/რეაგირება;
  • ჩატარებული ანალიზის, განხორციელებული ვიზიტებისა და მიღწეული შედეგების რეპორტინგი და ანალიზი;
  • საჭიროების შემთხვევაში, კლიენტებთან კომუნიკაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო საქმის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (SME/კრედიტ ანალიზის მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად).

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • ფინანსური უწყისების მომზადებისა და ანალიზის ცოდნა (Income Statement, Balance Sheet, Cash Flow Statement);
  • საბაზისო ბუღალტრული და ფინანსური სტანდარტების ცოდნა;
  • ფინანსური ანალიზის და კრედიტუნარიანობის შეფასების უნარი;
  • განვითარებული ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად დაგეგმვის და პრიორიტეტების მართვის უნარი;
  • MS Office (განსაკუთრებით Excel) პროგრამების ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 აპრილი , 2026 წელი
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან
ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან
დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ
აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი,
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები