შემდეგი
24 მარ - 22 აპრ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებისაყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ბაღის კატეგორიაში, თბილისში.
მე, თორნიკე ადუაშვილი, ხელსაწყოებისა და ბაღის კატეგორიების კოორდინატორი, ვმუშაობ გორგიაში 2023 წლიდან. ვაცხადებ ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. კანდიდატს შევასწავლი შესყიდვების სრულ ციკლს, მიწოდების სრულ ჯაჭვს, იმპორტის პროცედურებს, საცალო მიმართულების პროცესებს, მერჩენდაიზინგს, მარაგების ეფექტიან მართვასა და ნაშთების ანალიზს, 1C მართვის სისტემაში მუშაობას. დავეხმარები განავითაროს ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაციის და დროის ეფექტური მართთვის უნარები.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობებში და მარკეტებში არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი; მინიმალური მაქსიმალური ნაშთების პერიოდული განახლება და პროგრამულად გაწერა;
- პროდუქციის დეფიციტური და ჭარბი ნაშთების განსაზღვრა და შესყიდვების მენეჯერთან ანგარიშის დაფიქსირება;
- მომწოდებელთან შეკვეთის, მოწოდების, კომპანიის საწყობში ან მომხმარებელთან მიწოდების, პროდუქციის უკან დაბრუნების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და პროგრამულად გაწერის განხორციელების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული და დანერგილი სტანდარტის დაცვის შესაბამისად;
- შეკვეთების პროგრამული დარეგისტრირება;
- შესყიდვების მენეჯერის მიერ დაგემილი ძნელადრეალიზებადი პროდუქციის ქმედებების მონიტორინგი-რეპორტინგი;
- დატვირთვის დეტალების შეთანხმება ლოჯისტიკის განყოფილებასთან;
- ნაშთების მონიტორინგი და გადაადგილებების მიწოდება სხვადასხვა რეგიონის ოპერატორებისთვის.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- სასურველია შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- Microsoft Office 365, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მოლაპარაკების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები