შემდეგი
13 მარ - 01 აპრ
ფინანსური დირექტორი
თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gudushauri.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები
- წლიური, კვარტალური და თვიური ბიუჯეტების შედგენის ორგანიზება, საჭირო სამსახურების და კომისიების კოორდინაცია, პროგნოზებისა და კალკულაციების მომზადების ორგანიზება
- საინვესტიციო და სხვა სახის გადაწყვეტილებების ფინანსური ანალიზის მომზადების კოორდინაცია და კომისიაზე წარდგენა
- სხვადასხვა სახის ფინანსური ანალიზებისა და ანგარიშების ხარისხის სტანდარტების შექმნა
- ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი გადახრების კონტროლის მიზნით და მიზეზების დეტალური შესწავლისთვის, საჭირო ერთჯერადი და რეგულარული სამუშაოების ორგანიზება
- მმართველობითი ანგარიშგების მოწესრიგების მიზნით რეპორტების, ინსტრუქციების, ფორმების მომზადება და დანერგვა
- პაციენტებისაგან, სადაზღვევოებისაგან და სხვა პარტნიორებისაგან მისაღები შემოსავლების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი
- ფინანსური აღრიცხვის და ოპერაციების სტანდარტების შექმნა და დანერგვა
- საგადასახადო და ფინანსური რეგულირების ორგანოებთან მიმდინარე ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა
- კლინიკის ფინანსური სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
- კლინიკის ფინანსური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და რისკების შეფასება, გადახრებზე რეაგირება;
- ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა;
- საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ფინანსური დეპარტამენტის მართვა და თანამშრომლების კოორდინაცია;
- ხელმძღვანელობასთან ფინანსური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა და ფინანსური პროგნოზების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში;
- სასურველია სამედიცინო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების და ფინანსური დაგეგმვის მაღალი დონე;
- ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების კარგი ცოდნა;
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ფინანსური პროგრამების და MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარები;
- სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@gudushauri.ge
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები