18 მარ - 16 აპრ
შესყიდვების სპეციალისტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი, კაჭრეთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 551 91 05 91

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული აზროვნების ცენტრები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სსიპ კოლეჯი ,,აისი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სსიპ კოლეჯი ,,აისი“ არის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯი საქართველოში, რომელიც 1980 წლიდან პოზიციონირებს პროფესიული განათლების ბაზარზე. ახორციელებს როგორც გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს- ადმინისტრირების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.
განათლება და ძირითადი მოთხოვნები:
  • კონკურსში მონაწილე პირს განათლება უნდა ქონდეს სამართლის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word ; Excel)
  • ინგლისური A1

მნიშვნელოვანი უნარები:
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები :
  • მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების მომზადებაში და უზრუნველყოფს მათი შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
  • წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის პროცედურების ჩატარებას და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;
  • უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას;
  • შესასყიდი ობიექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ახდენს ბაზრის მოკვლევას;
  • ტექნიკური დავალების შედგენის მიზნით, ახდენს შესასყიდი ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი აღწერილობის დეტალურ განსაზღვრას;
  • ფინანსურ მენეჯერთან ერთად ადგენს შესყიდვების გეგმის პროექტს, წლიურ გეგმას, კორექტირებულ გეგმას;
  • კოლეჯის გამართულად საქმიანობისთვის უზრუნველყოფს შესყიდვების შესახებ განაცხადების მიღებას და სათანადოდ დამუშავებას;
  • მონაწილეობას იღებს კოლეჯის სტრატეგიული და ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

სახელფასო დიაპაზონი: 1757 (დარიცხვით)
კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე : hrcollegeaisi@gmail.com

კონკურსანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:
CV (ქართულ ენაზე)
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი , სოფელი კაჭრეთი , სსიპ კოლეჯი ,,აისი“.
განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი- პარასკევი ;
საკომუნიკაციო პაკეტებით უზრუნველყოფა

სივების მიღების ბოლო ვადაა : 18.04.2026 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hrcollegeaisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე : 551 91 05 91
სივის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ შესაბამის ველში ვაკანსიის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი ,,აისი“ , "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები