18 მარ - 16 აპრ
საერთაშორისო ურთიერთობისა და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი, კაჭრეთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 551 91 05 91

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული აზროვნების ცენტრები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1573

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სსიპ კოლეჯი ,,აისი“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობისა და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორის პოზიციაზე.

სსიპ კოლეჯი ,,აისი“ არის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯი საქართველოში, რომელიც 1980 წლიდან პოზიციონირებს პროფესიული განათლების ბაზარზე. ახორციელებს როგორც გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს- ადმინისტრირების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

განათლება და ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: სასურველია სოციალური მეცნიერებები/საერთაშორისო ურთიერთობები ან სხვა მონათესავე დარგის მიმართულებით ;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სალაპარკო დონეზე ცოდნა .

მნიშვნელოვანი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • პარტნიორობის განვითარების უნარი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
  • სტრატეგიული დაგეგმვისა და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების ადმინისტრირება;
  • პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
  • საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სტრატეგიის შემუშავება;
  • კოლეჯის საერთაშორისო იმიჯის შექმნა და რეპუტაციის მართვა;
  • პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისათვის სხვადასხვა კოლეჯებთან ხელშეწყობა, მსოფლიოს სხვადასხვა კოლეჯებთან თანამშრომლობის დამყარება, სტუდენტებისა და თანამშრომლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში იტეგრირების ხელშეწყობა;
  • გაცვლითი პროგრამების კოორდინაცია და ადმინისტრირება.

სახელფასო დიაპაზონი: 1573 (დარიცხვით)

კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: hrcollegeaisi@gmail.com

კონკურსანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:
  • CV (ქართულ ენაზე)
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი , სოფელი კაჭრეთი , სსიპ კოლეჯი ,,აისი“.
  • განაკვეთი: სრული
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი;
  • საკომუნიკაციო პაკეტებით უზრუნველყოფა

სივების მიღების ბოლო ვადაა: 18.04.2026 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hrcollegeaisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე : +995 551 91 05 91
სივის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ შესაბამის ველში ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი ,,აისი“ , "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები