27 თებ - 28 მარ
სამთვიანი სტაჟირება კუბში
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება განათლების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
გახდი “კუბის” გუნდის ნაწილი და ჩაერთე შემოქმედებით პროცესში!
გიწვევთ სამთვიან მოხალისეობრივ სტაჟირების პროგრამაზე კულტურის მენეჯმენტის, სოც. მედიის, მარკეტინგის და ფსიქოლოგიის მიმართულებით!
“კუბი კონტექსტში” არის თანამედროვე ხელოვნების სივრცე მზიურის პარკში, რომელიც სოციალური საწარმოს სახით ფუნქციონირებს და აერთიანებს გალერეას, მედიათეკას, საგანმანათლებლო პლატფორმას, ყავის წერტილს, საჩუქრების მაღაზიას, საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად.
დარეგისტრირდი https://forms.gle/P28zGrKpmRqZFdrz8

რას გთავაზობთ?
  • შეუფასებელი გამოცდილება: მიიღე რეალური სამუშაო გამოცდილება კულტურული პროექტების მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროში, იმუშავე ცოცხალ პროექტებზე და გაიღრმავეთ ცოდნა პრაქტიკაში.
  • პროფესიული განვითარება: გაიუმჯობესე პროფესიული უნარ-ჩვევები, გამოსცადე საკუთარი შესაძლებლობები მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.
  • სანაცნობო წრის გაფართოება: გაიცანით საინტერესო ადამიანები ხელოვნებისა და კულტურის სფეროდან, დაამყარე კონტაქტები და გაზარდე პროფესიული წრე.
  • საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება: შეიტანე წვლილი სოციალური საწარმოს განვითარებაში, რომლის შემოსავალიც სრულად მიმართულია საზოგადოებრივ-კულტურული პროექტების ხელშეწყობაზე.
  • შთამაგონებელი გარემო: იმუშავე გაზაფხულის სურნელით აყვავებულ მზიურის პარკში, შემოქმედებით ატმოსფეროში, ჰაერზე, სიმშვიდეში.
  • რეკომენდაციის წერილი და სერთიფიკატი: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღე სერთიფიკატი და რეკომენდაციის წერილი, რომელიც დაგეხმარებასამომავლოდ დასაქმებაში.

დარეგისტრირდი https://forms.gle/P28zGrKpmRqZFdrz8

ვის ვეძებთ?
მოტივირებულ სტუდენტებს ან ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი სახელოვნებო, სოციალური პროექტებისა და მარკეტინგის მიმართ.
შემოქმედ და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანებს, რომლებსაც სურთ გამოცადონ საკუთარი თავი პრაქტიკაში.
გუნდური მუშაობის უნარის მქონე პიროვნებებს, რომლებსაც სურთ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება.
დაინტერესდი?
დარეგისტრირდი https://forms.gle/P28zGrKpmRqZFdrz8
კუბში შევხვდებით !
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები