18 მარ - 16 აპრ
რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური ანგარიშგება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, რეპორტინგის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადება;
  • კომპანიის მხრიდან აუდიტორული კომპანიისთვის წარსადგენი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, აუდიტის პერიოდში აუდიტორთან ურთიერთობა - სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მობილიზება;
  • ყოველწლიური მენეჯერული რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება SARAS-თან წარდგენის მიზნით;
  • ყოველთვიური და ყოველკვარტალური ფინანსური და სტატისტიკური ფორმების მომზადებაში დახმარება სადაზღვევო ზედამხედველობისთვის წარდგენის მიზნით;
  • სხვადასხვა მონაცემების შეგროვება და დამუშავება აუდიტისთვის მიწოდების მიზნით;
  • მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის / გარე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მობილიზება, ანალიზი და შედეგების კომუნიკაცია;
  • ყველა სტანდარტული ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტის მაქსიმალურად ავტომატიზირებაში მონაწილეობის მიღება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან მჭიდრო ურთიერთობით.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, აუდიტის ან/და რეპორტინგის მიმართულებით;
  • ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გამოყენების ცოდნა - სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ACCA-ს F2, F3, F7 წიგნები;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა - სასურველია Power Query/Power Pivot ექსელის ჩანართების გამოყენების პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება.

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • შესრულების სიზუსტე და სისწრაფე.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • გასაუბრება
  • ტესტირება Excel-სა და ფინანსებში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმარების “ ღილაკის საშუალებით.

ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანგარიშგება
ნახვები
უნიკალური ნახვები