დღეს - 16 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
კიბერუსაფრთხოება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინფორმაციული ტექნოლოგიები
კიბერუსაფრთხოება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი
ადგილმდებარეობა: სათაო / ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილება
მოქმედების ვადა: 31/03/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: სათაო / ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილება
მოქმედების ვადა: 31/03/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
- პასუხისმგებელია ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოების ყოველდღიურ, პერიოდულ და სტრატეგიულ პროცესებზე
- უზრუნველყოფს წვდომების მართვის, რისკების მონიტორინგისა და უსაფრთხოების კონტროლის გამჭვირვალობას
- ახორციელებს სისტემების უსაფრთხოების პერიოდულ შეფასებებს და ანგარიშების მომზადებას
- მონაწილეობს შეღწევადობის ტესტების კოორდინაციასა და რისკების მართვის პროცესში
- მართავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დამტკიცებებს და უზრუნველყოფს შესაბამისობას შიდა პოლიტიკებთან
- მონიტორინგს უწევს უსაფრთხოების კომუნიკაციურ არხებს
- ატარებს უსაფრთხოების ცნობიერების ტრენინგებს თიბისის და მისი შვილობილი კომპანიების ახალ თანამშრომლებთან
- უზრუნველყოფს უსაფრთხოების პროცესების დოკუმენტირებას, აუდიტის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ანგარიშგებას
- ბიზნეს და ტექნიკურ პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ჩართულობა
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვაში ჩართულობა
- ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროგრამის შემუშავება და მხარდაჭერა
კვალიფიკაცია
- ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში მუშაობის გამოცდილება
- ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (PCI DSS, ISO 27001, NIST, COBIT) ჩაითვლება უპირატესობად
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ტექნიკური უნარები:
- ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა (Confidentiality, Integrity, Availability და სხვა)
- ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემებისა და ტექნოლოგიების ცოდნა (SIEM, IDS/IPS, DLP, PAM, Vulnerability Management სისტემები და ა.შ.)
- ინფორმაციული სისტემების არქიტექტურის ცოდნა - ქსელური, სერვერული და პროგრამული არქიტექტურის ძირითადი კომპონენტების გაგება
- ონლაინ რესურსების ეფექტიანი კვლევის უნარი - ტექნიკური ინფორმაციების მოძიება, ანალიზი და გადამოწმება
- პრობლემების დამოუკიდებლად გამოვლენა და გადაწყვეტის უნარი
უნარები:
- ინიციატიურობა
- ანალიტიკური აზროვნება
- ინფორმაციის სტრუქტურირებული დამუშავება
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- პრიორიტეტების მართვა
- კრიტიკული აზროვნება
- პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტა
- განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
- ენები: ინგლისური ენა - ძალიან კარგი (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია)
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/xN9BP
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
კიბერუსაფრთხოება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

