დღეს - 20 მარ
სტანდარტი
ანაზღაურებადი სტაჟირება აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა აღრიცხვა მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება ბუღალტერია / ფინანსები ანგარიშების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 700

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა აღრიცხვა
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
    ბუღალტერია / ფინანსები ანგარიშების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური,ქართული
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინინსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინინსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე, 1 (ერთი) ვაკანსიაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი/მაგისტრატურის კურსის სტუდენტს (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება).

კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:
  • საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ;
  • თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის დებულება.
  • ბუღალტრულ აღრიცხვა - ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმატიული და მარეგულირებადი აქტები.

აპლიკანტი უნდა ფლობდეს:
  • სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • ინგლისურ ენას (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
  • პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
  • დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის კულტურა
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • ტექნიკური უნარ-ჩვევები
  • კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:
  • გაეცნოს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილების და უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას;
  • კომპენტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების დამუშავებაში;
  • გაეცნოს განყოფილების დოკუმენტაციას, ასევე სახელმწიფო ხაზინის ერთიან სისტემას;
  • შეისწავლოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის დამუშავება მემორიალური ორდერების მოსამზადებლად;
  • შეასრულოს ყველა ის დავალება რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანლის მიერ, გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის დებულებით და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
  • CV;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 16 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის
განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო
გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათკვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია 3 ( სამი) თვე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის
განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების
არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ
განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,
წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).


აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 16 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით. ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ბუღალტერია / ფინანსები
ანგარიშების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები