დღეს - 14 აპრ
ბიზნეს პროცესების მართვისა და სტანდარტიზაციის ანალიტიკოსი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბიზნეს პროცესის გაუმჯობესება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს ანალიტიკა, ბიზნეს პროცესები
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მართვისა და სტანდარტიზაციის ანალიტიკოსის პოზიციაზე, თბილისში.

მე, რუსუდან მარგველაშილი, ბიზნეს პროცესების მართვის დეპარტამენტის კოორდინატორი, ვმუშაობ გორგიაში 2016 წლიდან. ვაცხადებ ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მართვისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე და პირობას გაძლევთ, რომ შეგასწავლით კომპანიაში მიმდინარე პროცესებს, მათ აღწერასა და ანალიზს; ინსტრუქციების დამუშავებისა და პრაქტიკაში ასახვის პროცესს; პროექტების მართვის სხვადასხვა სისტემაში მუშაობას; პროცესების ავტომატიზაციის ეტაპებს; მცირე პროექტების მეშვეობით რეალური ამოცანების შესრულებას; დაგეხმარებით ტექნიკური, ანალიტიკური, კრიტიკული, საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური Task-ების მონიტორინგი, აღრიცხვა და ანალიზი;
  • პროცესში ჩართულ პირებთან კოორდინაცია, უკუკავშირის ანალიზი;
  • პროცესების გაუმჯობესების და ოპტიმიზაციის ინიციატივები;
  • პროცესების გაციფრულებაზე მუშაობა ჩართულ მხარეებთან ერთად;
  • ინსტრუქციის დამუშავების პროცესში ჩართულობა;
  • პროცესების პერიოდულ მონიტორინგში ჩართულობა;
  • ანალიტიკური ანგარიშების ყოველთვიური მომზადება, მონიტორინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის მიმართულებით; განიხილება ბაკალავრი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • აუცილებელია Excel, Power Point, Word, outlook -ის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ცვლილებების მიღებისა და მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია / ფინანსები
ბიზნეს პროცესის გაუმჯობესება
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს ანალიტიკა,
ბიზნეს პროცესები
ნახვები
უნიკალური ნახვები