დღეს - 29 მარ
ვიპ
ფინანსური მენეჯერი
ბათუმი, რუსთაველის უბანი, ზ. გორგილაძის ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: ბათუმი ზ.გორგილაძის 91

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბიუჯეტირება და პროგნოზირება, კორპორატიული მმართველობა, საგადასახადო დაგეგმვა, კორპორატიული ფინანსები, ბიზნეს პროცესის გაუმჯობესება, ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბიუჯეტირება და პროგნოზირება, კორპორატიული მმართველობა, საგადასახადო დაგეგმვა, კორპორატიული ფინანსები, ბიზნეს პროცესის გაუმჯობესება, ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
მენეჯმენტის ინსტიტუტი მაინსი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ორგანიზაციის ხედვა: მენეჯმენტის ინსიტუტი უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციაში შედეგებზე ორიენტირებულ, ხარისხიან და სრულ მენეჯმენტს. პროექტები ხორციელდება საქართველოში და ეტაპობრივად იგეგმება საერთაშორისო გაფართოება. ორგანიზაციის სტრუქტურა ჰორიზონტალურია; საქმიანობა ეფუძნება თანამშრომლობის პრინციპს. ძირითადი ღირებულებებია: შრომის სიყვარული, მუდმივი სწავლა და ადამიანზე დაფუძნებული ღირებულებების შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის საფუძლიანი ცოდნა საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის შესახებ კანონთან და მოქმედ აღრიცხვის სტანდარტთად შესაბამისობით;
  • საგადასახადო აღრიცხვის პრაქტიკული ცოდნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის გადასახადების სწორად აღრიცხვის, დეკლარირების და კონტროლის პროცესებში მონაწილეობა;
  • მმართველობითი აღრიცხვის პრინციპების ცოდნა ორგანიზაციის შიდა ფინანსური ანალიზის, ხარჯთაღრიცხვის და გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიზნით;
  • ბიუჯეტის დაგეგმვის, შესრულების მონიტორინგისა და ანალიზის უნარი;
  • ფასების ფორმირების, კონტროლისა და ფინანსური ანალიზის განხორციელების კომპეტენცია, ეფექტიანობისა და ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
  • ფინანსური კონტროლისა და აუდიტის პროცესების ცოდნა, მათ შორის შოდა აუდიტის ორგანიზება, აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ფინანსური რისკების შეფასება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • ბუღალტრული აღრიცხვა
  • საგადასახადო აღრიცხვა
  • მმართველობითი აღრიცხვა
  • ბიუჯეტის მართვა
  • ფინანსების კონტროლი და ფინანსური ანალიზი;
  • ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის პროცესების კოორდინაცია;
  • გარე აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობა და აუდიტის პროცესის მხარდაჭერა.

დამატებითი ინფორმაცია :
სამუშაო ადგილი: ქალაქი ბათუმი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ:
CV(რეზიუმე)
მოკლე სამოტივაციო წერილი (სასურველია)

განცხადებები მიიღება ელფოსტაზე hr@mains.ge
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი cv (რეზიუმე) ქართულ ენაზე შემდეგი ელ ფოსტის მისამართზე hr@mains.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

ანაზღაურება (კონკურენტული) განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის კვალიფიცაციის შესაბამისად!

ბუღალტერია / ფინანსები
ბიუჯეტირება და პროგნოზირება,
კორპორატიული მმართველობა,
საგადასახადო დაგეგმვა,
კორპორატიული ფინანსები,
ბიზნეს პროცესის გაუმჯობესება,
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები