დღეს - 29 მარ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი, ფინანსური რისკის შეფასება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი, ფინანსური რისკის შეფასება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
„ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას საბაზრო რეგულაციებისა და ტარიფების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი: შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიების საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) და სხვა ენერგოკომპანიებთან ურთიერთობის საკითხების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯიაიჯი ჰოლდინგში“ შემავალი ელექტროსადგურების გამომუშავების წლიური და თვიური საპროგნოზო ბალანსების შედგენაში მონაწილეობის მიღება, სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გასაგზავნად;
- სატარიფო განაცხადის ფინანსური ნაწილის მომზადება;
- სატარიფო დოკუმენტაციის დამუშავება და ანალიზი, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სატარიფო განაცხადის წარდგენა სემეკ-ში;
- სატარიფო განაცხადის განხილვის პროცესში სემეკთან და ,,ჯიაიჯი ჰოლდინგში’’ შემავალი ელექტროსადგურების შესაბამის პერსონალთან კომუნიკაცია;
- „ჯიაიჯი ჰოლდინგში“ შემავალი მცირე ჰესებისა და თბოსადგურების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, აგრეთვე, ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, თვიური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, სემეკ-ში გასაგზვნად;
- საქართველოს ენერგოსისტემაში არსებული სიახლეების გაცნობა, ანალიზი და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ენერგეტიკის ან ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში;
- 2 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში;
- Microsoft Office.
რეგულაციების ცოდნა:
- საქართველოს კანონი ”ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ;
- ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები;
- ელექტროენერგიის ბაზრის წესები;
- ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები;
- ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები;
- ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები;
- ქსელის წესები;
- გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია;
- ელექტროენერგეტიკის სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი;
- ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები.
სასურველი პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კოუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-NMt2NB
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი,
ფინანსური რისკის შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები

