დღეს - 31 მარ
სტარტი
საბანკო და ციფრული არხების უმცროსი მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო ციფრული ბანკინგის კონსულტაცია დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი, კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას საბანკო და ციფრული არხების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • დაზღვეულებთან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია მათი მოთხოვნების შესაბამისად;
  • არსებული პორტფელების მართვა;
  • პოტენციური დაზღვეულებისთვის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდული პოლისების პროგრამული ასახვა;
  • სადაზღვევო პროგრამაში მუშაობა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Q0UjQKhc
საბანკო
ციფრული ბანკინგის კონსულტაცია
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი,
კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები