13 თებ - 14 მარ
სტარტი
კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • იურიდიული პირების კონტრაქტების დებიტორული კონტროლი;
  • კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
  • კლიენტებისთვის გადახდებისა და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • დაზღვეული იურიდიული პირების მომსახურებაში ჩართულობა;
  • კლიენტის მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • MS Excel-ში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, კლიენტების მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (კლიენტებთან აქტიური შეხება და მათი მომსახურება);
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet and E-mail);
  • მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/ieeCppie
დაზღვევა
კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები