24 თებ - 24 მარ
სასწავლო პროცესის სპეციალისტი
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595 302 390

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: აზერბაიჯანული,ქართული
მარნეულის კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სასწავლო პროცესის სპეციალისტი
სასწავლო პროცესის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:უმაღლესი ან პროფესიული განათლება
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება

სასწავლო პროცესის სპეციალისტი ვალდებულია
  • მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ფუნქციის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის შესაბამისად, აწარმოოს მიზნობრივი მონაცემები, მიაწოდოს ინფორმაცია ხარისხის მართვის სამსახურს და მიიღოს მონაწილეობა საქმიანობის გაუმჯობესების პროცედურებში;
  • გაუწიოს ორგანიზება სტუდენტებთთან საინფორმაციო შეხვედრებს;
  • მიიღოს მონაწილეობა სასწავლო პროცესის ორგანიზებაში;
  • განახორციელოს სასწავლო პროცესის (მეცადინეობების) შეფასება;
  • მიიღოს მონაწილეობა ვალიდაციის პროცესში;
  • მიიღოს მონაწილეობა სტუდენტის/მსმენელის შეფასების პროცესის ორგანიზებაში, მათ შორის ელექტრონული ფორმატში განხორციელებულ გამოცდის პროცესში;
  • მიიღოს მონაწილეობა დისტანციური სწავლების პროცესში მხარეთა ჩართულობის მხარდაჭერის პროცესში;
  • მიიღოს მონაწილეობა სტუდენტის/მსმენელის განმეორებითი განმსაზღვრელი შეფასების პროცესის ორგანიზებაში;
  • მიიღოს მონაწილეობა კოლეჯში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების პროცესში;
  • მიიღოს მონაწილეობა სტუდენტის/მსმენელის შეფასების მტკიცებულების და უწყისების განკარგვის პროცესში; განახორციელოს პროფესიული მასწავლებლის დახმარებას გამოკვეთილი საჭიროების მიხედვით (ტექნიკური საჭიროებები);
  • მიიღოს მონაწილეობა კოლეჯის სხვადასხვა საჭიროებისათვის დირექტორის/აკადემიური დირექტორის/ ადმინისტრაციული დირექტორის
  • გადაწყვეტილრბით შექმნილ სამუშაო ჯგუფის/კომისიის საქმიანობაში;
  • მიიღოს მონაწილეობა სასწავლო პროცესის სამსახურის სამუშაო გეგმის შედგენაში;
  • მიიღოს მონაწილეობა სასწავლო პროცესის სამსახურის მიერ შუალედური მონიტორინგის შედეგების მომზადებაში და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადებაში;
  • ანგარიშვალდებულია სასწავლო მენეჯერის წინაშე;
  • სასწავლო პროცესის უფროსი სპეციალისტის არყოფნის შემთხვევაში შეასრულოს მისი მოვალეობა;
  • იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე;
  • კვირეული სამუშაო დატვირთვა 30 საათი;
  • დაიცვას შრომის უსაფრთხოების და ზოგადი უსაფრთხოების წესებს, რომელიც დადგენილია შპს „მარნეულის კოლეჯის“ უსაფრთხოების დებულებით;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr.marneulicollege@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 302 390

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, ვინც გაივლის რეზიუმეს/ CVის შერჩევის ეტაპს, ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან
უახლოესი ორი დღის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები