27 თებ - 28 მარ
გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი
თბილისი, ისანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები ჰელფდესკი, ინსტალაცია, IT მხარდაჭერა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ოფისის მენეჯმენტი, სერვისის მენეჯმენტი გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა, საბითუმო სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული

შპს “სმარტ ტვ” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.


შპს “სმარტ ტვ” (https://SmartTV.ge) არის სმარტ ტვ მოწყობილობების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, სადაც იყიდება ყველა ტიპის ორიგინალი Smart TV Box-ები, აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ასევე სხვა მცირე ზომის ტექნიკა. სრულ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ოფიციალურ საიტზე: https://SmartTV.ge .


ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
  • შეკვეთების მიღება და გაყიდვა, როგორც ოფისიდან, ასევე ტელეფონით და ინტერნეტით;
  • კომპანიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
  • პროდუქციის მიღება-დასაწყობება, აღრიცხვის წარმოება;
  • Smart TV Box-ების და სხვა პროდუქციის გამზადება გასაყიდად (აპლიკაციების ინსტალაცია, განახლება, პარამეტრების კონფიგურაცია, შეფუთვა);
  • კლიენტების მომსახურება და ტექნიკური დახმარება, როგორც ოფისში, ისე დისტანციურად;
  • ფოსტა-კურიერებთან კომუნიკაცია;
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;


ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა), ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Windows, Microsoft Office, OneNote, Excel, Outlook, Google Sheets, ინტერნეტ ბრაუზერები, ელ-ფოსტა, მესენჯერებთან მუშაობა: WhatsApp, Viber, Messenger, Telegram);
  • Android ოპერაციული სისტემის საბაზისო ცოდნა (აპლიკაციების ინსტალაცია, პარამეტრების დაყენება);
  • AnyDesk, TeamViewer და სხვა დისტანციური მართვის პროგრამების ცოდნა;
  • სწრაფი ათვისების უნარი და მზადყოფნა ისწავლოს ახალი ტექნოლოგიები;
  • გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);


უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია;
  • ზრდილობიანი და გამართული მეტყველება, ენერგიული, პოზიტიური, მოწესრიგებული;
  • გუნდში მუშაობის უნარი, კომპანიის დადგენილი სტანდარტების შესრულება;
  • სიახლეების იოლი ათვისების და ხელმძღვანელის მიერ სწავლება-მითითებების შესრულების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ::

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ტრენინგს ყველა სამუშაო პროცესში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კომფორტულ, მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო ისანთან ახლოს;

კონტაქტი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) სურათით ელ-ფოსტაზე: smartzodi@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების სპეციალისტი.


დისკრიმინაციის აკრძალვა: შპს “სმარტ ტვ” უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილება მიიღება პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარების საფუძველზე, რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების ან სხვა ნიშნების მიუხედავად.


პერსონალურ მონაცემთა დაცვა: შპს “სმარტ ტვ” იცავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. წარმოდგენილი რეზიუმეები და პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნებისთვის.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ჰელფდესკი,
ინსტალაცია,
IT მხარდაჭერა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი,
სერვისის მენეჯმენტი
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები