დღეს - 26 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია, მარშრუტის რისკების შეფასება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია, მარშრუტის რისკების შეფასება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge/
კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას შიდა ლოგისტიკისა და ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- თბილისის და რეგიონების ლოგისტიკური პროცესების გამართულობის უზრუნველყოფა და ოპტიმიზაცია;
- GPS მონიტორინგის სისტემის კურირება;
- ავტოპარკის გამართულობის უზრუნველყოფა, პერიოდული განახლება;
- ავტომობილის ტექნიკური მომსახურების ცენტრებთან ურთიერთობა;
- სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
- ავტოპარკის ხარჯების მონიტორინგი და პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია).
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
- ანაზღაურება: 2500 ლარიდან (განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად)
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი
სოციალური პაკეტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ლანჩით უზრუნველყოფა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
- პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://qebuliclimate.selfrecruit.ge/s/laILD
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია,
მარშრუტის რისკების შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები
